“მთავარი არხის” გადაცემაში „დილის ყავა“ გიგი უგულავამ საკუთარი დილისა და რუტინის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, დილა აუცილებლად ყავით იწყება, რომელსაც 20 წელია უშაქროდ მიირთმევს, ასაკთან ერთად კი გაღვიძება სულ უფრო მეტად უჭირს.
ყოფილი მერი 10-ის ნახევრიდან 10 საათამდე პერიოდში იღვიძებს და აქტიურ ცხოვრებას, ძირითადად, 12 საათის შემდეგ იწყებს.