8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ეს დღე არჩევანს განასახიერებს. შესაძლოა, არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ სიამოვნებასა და მოვალეობას შორის. თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ, სადმე ქალაქგარეთ განმარტოვდით და სუფთა ჰაერით დატკბით.

კურო
შესაძლოა, თქვენი მეუღლის გარემოცვაში გამოჩნდეს ადამიანი, რომლის გამოც თქვენი ურთიერთობა დაიძაბება და მკვეთრად გაუარესდება. გირჩევთ, საყვარელი ადამიანის ახალ მეგობრებს ყურადღებით დააკვირდეთ და თუ საჭიროა, შესაბამის ზომებს მიმართოთ.

ტყუპები
ცნობისმოყვარე ტყუპები, ზოგადად, აქტიურ ცხოვრებას ეწევიან და მოსაწყენად არც ამ დღეს ეცლებათ. პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით გააღეთ ფანჯრები და სახლში მზის სხივები და ახალი იდეები შემოუშვით. ოჯახური უსიამოვნებები წარსულს ჩაბარდა.

კირჩხიბი
ამ დღეს შესაძლოა, თავის ტკივილმა და არტერიულმა წნევამ შეგაწუხოთ. ძალების მოკრება გაგიჭირდებათ, ამიტომ ემოციურ და ფიზიკურ გადატვირთვას უნდა მოერიდოთ. თუ ეს პრობლემები თქვენთვის ნაცნობია, საჭირო მედიკამენტები ყოველთვის ახლოს იქონიეთ.

ლომი
ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯი ან ფულის დაკარგვა გელით. ეცადეთ, თავად არ მოახდინოთ ამ სიტუაციების პროვოცირება. ნუ გაეხვევით სარისკო ავანტიურებში. მოერიდეთ ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს. თავი შეიკავეთ ფულის ხარჯვისგან, განსაკუთრებით თუ ის დაუგეგმავია.

ქალწული
ეს დღე ოჯახურ სიმყუდროვეს განასახიერებს. თვის მეორე ნახევარში საყოფაცხოვრებო პრობლემები შეგაწუხებთ, მაგრამ მათ მოგვარებას ადვილად შეძლებთ. სახლში ფუსფუსი გიყვართ, ამიტომ ეცადეთ, რომ საქმეში ოჯახის დანარჩენი წევრებიც ჩართოთ.

სასწორი
ეს დღე სიკეთესა და ქველმოქმედებას განასახიერებს, რაც დაგეხმარებათ, ოჯახში დაძაბულობა და გაუგებრობა დაძლიოთ. ადამიანები ეცდებიან, ერთმანეთს დაუახლოვდნენ და საერთო ინტერესები მონახონ. ეცადეთ, ყველა საქმე სიამოვნებით აკეთოთ და შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.

მორიელი
თქვენ კეთილი, გულუხვი და მგრძნობიარე ადამიანი ხართ და შეგიძლიათ, ადამიანებთან საერთო ენა მონახოთ. ეცადეთ, გარშემომყოფებს მყუდრო და კომფორტული გარემო შეუქმნათ, ეს მათ თქვენ გარშემო გააერთიანებს.

მშვილდოსანი
ეს დღე განსაკუთრებით იღბლიანი იმ მშვილდოსნებისთვის იქნება, რომლებიც დაკავშირებული არიან რელიგიასთან, კულტურასთან და მეცნიერებასთან; რომლებიც საკუთარ საქმიან თვისებებს ახალი კონტაქტების, შესაძლებლობებისა და სახელის მოსაპოვებლად იყენებენ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ აუცილებლად გჭირდებათ გამოცდილება და საკუთარი ადგილის პოვნა.

თხის რქა
ვარსკვლავები ნაჩხუბარ ადამიანებს შერიგებაში დაეხმარებიან. გახსოვდეთ, შერიგება შესაძლებელია, თუ წყენას დაივიწყებთ და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას შეძლებთ.

მერწყული
საკმაოდ მყარი ფინანსური მდგომარეობა გაქვთ. სახლში საქმიანობას გაცილებით გაიადვილებთ, თუ ამისთვის დამხმარე საშუალებებს შეიძენთ. თუ ოჯახის ყველა წევრი მუშაობს და გამუდმებით დაკავებულია, ეცადეთ, მათი მოვალეობები დროებით საკუთარ თავზე აიღოთ.

თევზები
ამ დღეს ოჯახური საქმიანობა დიდ დროს წაიღებს. ძირითად დატვირთვას საკუთარ თავზე აიღებთ. მოსალოდნელია რომელიღაცა ძველი პრობლემის განმეორებითი განხილვა. მშობლებისა და უფროსი ადამიანების პრობლემებს თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ნუ ელით სიტუაციის მყისიერ გაუმჯობესებას, რადგან ყველაფერს დრო სჭირდება, განსაკუთრებით სერიოზული პრობლემების გადაჭრას.

კომენტარები

სხვა სიახლეები