8 მიზეზი იმისა, რომ სიყვარულით სექსი 1000-ჯერ მაგარია

ორ ადამიანს შორის სიყვარულის ფორმულა = სექსი + სულიერი კავშირი. საკმარისია, ამ მაგალითსმოაცილო მეორე შესაკრები და დავტოვოთ მხოლოდ სექსი, რომ მაგიური ნაპერწკალი მაშინვე ჩაქრება.
დაიკარგება ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორიც არის ერთმანეთზე ზრუნვა, გაგება, პატიება, გვერდში დგომა და ასე შემდეგ
1. როცა თვალები ერთმანეთს შეხვდება – ეს უცნაური არ არის, ეს რომანტიკულია. ალბათ, უხერხული იქნებოდა, იმ ადამიანისთვის გეყურებინა თვალებში ინტიმური მომენტის დროს, როცა ის შენთვის არაფერს ნიშნავს. საყვარელი ადამიანის თვალებში კი, უბრალოდ, იძირები.
2. დილით არ ინერვიულებ იმის შესახებ, დაგირეკავს თუ არა ის მას შემდეგ, რაც წუხელ თქვენ შორის მოხდა.
3. მან იცის, რაც გინდა, რადგან შეეცადა, შეესწავლა შენი სხეული, მისი განსაკუთრებულობები და მოთხოვნილებები და მან იპოვა მთავარი.
4. თუკი გადაწყვიტეთ ექსპერიმენტის ჩატარება და არაფერი გამოგივიდათ, ეს კატასტროფა არ იქნება – უბრალოდ, ერთად ბევრს იცინებთ (ყველაზე სახალისო კი ის იქნება, როცა მეორე დღეს ტრანსპორტით მგზავრობისას გაგახსენდებათ, როგორ ცდილობდით შეგესრულებინათ ინსტრუქცია წიგნიდან და ამაზე მარტოს ხმამაღლა გაგეცინებათ).
5. ამ დროს გავიწყდება ყველა შენი კომპლექსი, რადგან მას შეუძლია თავი ტოპ-მოდელად გაგრძნობინოს. მისთვის ხომ შენ აგირჩია.
6. არ დაიწვებით სირცხვილით, თუკი რაიმე არაესთეტიკური შეგემთხვევათ. რა მოხდა, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ: ზოგს გული ერევა, ზოგი კი ტუალეტში შესვლას ვერ ასწრებს…
7. ზღვა სიამოვნება შეიძლება მიიღო უბრალო ჩახუტებისგან ან კოცნისგან. ხანდახან ეს უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სექსი.
8. ის მიგიყვანს სიამოვნების პიკთან ისე, რომ საკუთარ თავზე არ იფიქრებს და იცის, რომ იმავეს გააკეთებ შენც მისთვის. სიყვარული – ეს მოთმინებაა, სიკეთე და… ორალური სექსი იმის აუცილებლობის გარეშე, რომ შენც იმავეს გაკეთება.

წყარო: http://galanews.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები