8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

76
SHARE

ვერძი
სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. კარგი დღეა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კურო
სხვა დღისთვის გადადეთ მივლინება, საქმიანი მოლაპარაკებები; დაივიწეთ საქმეები, ვალდებულებები და დღევანდელი დღე საკუთარ თავს, მეგობრებთან ერთად გართობას დაუთმეთ.

ტყუპი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად; შეხვედრებისა და საუბრებისთვის. საღამოს სათავგადასავლო ფილმს უყურეთ ან საინტერესო წიგნი წაიკითხეთ.

კირჩხიბი
დატკბით დასვენებით, ესტუმრეთ მეგობრებს ან სახლში მიიპატიჟეთ ისინი. ნათესავებისთვის მოაწყვეთ ოჯახური სადილი, ან საყვარელი ადამიანისთვის – რომანტიკული ვახშამი.

ლომი
მხიარულების განწყობაზე ხართ და შინ გაჩერება გაგიჭირდებათ. აიყოლიეთ მეგობრები და ქალაქგარეთ გაემგზავრეთ პიკნიკის მოსაწყობად ან საღამოს მდიდრულ რესტორანს ეწვიეთ.

ქალწული
დაივიწყეთ საქმეები. დაისვენეთ და გამოიძინეთ. მამაკაცებმა გამონახეთ დრო საყვარელი ქალებისთვის. გაანებივრეთ ისინი მზრუნველობითა და საჩუქრებით.

სასწორი
დაასრულეთ დააწყებული საქმეები. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში თქვენი პოპულარობა მოიმატებს. მარტოხელებს რომანის დაწყება ელით. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან; შეხვდით მათ მეგობრულ გარემოში. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.

თხის რქა
მხიარული მგზავრობა, მეგობრებთან შეხვედრა და დროის სასიამოვნოდ გატარება გელით. ზოგიერთი აღადგენს გაწყვეტილ ურთიერთობას ბიზნესპარტნიორებთან, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს საქმიან მომავალზე.

მერწყული
დაისვენეთ, მუშაობას მაინც ვერ შეძლებთ. მეგობრები მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ. შეიძლება ქალაგარეთ გაემგზავროთ, ან რესტორანში იმხიარულოთ. აგრეთვე კარგი დღეა სპა-სალონში სტუმრობისთვის.

თევზები
სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. კარგი დღეა სტუმრების მისაღებად ან სტუმრად წასასვლელად. ზოგიერთი კი მთელ დღეს წიგნის კითხასა და ფილმების ყურებაში გაატარებს.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი