70 წლის ბრიტანელი მომღერალი პედოფილიის ბრალდებით 16 წლით გაასამართლეს – ფოტოკოლაჟი

117
SHARE

ცნობილი ბრიტანელი პოპმომღერალი 70 წლის გარი გლიტერი პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს. მცირეწლოვან გოგონებთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო მას 16 -წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თუმცა, “როიტერის” ინფორმაციით, პედოფილიის ბრალდება მისთვის პირველი არ ყოფილა.
მომღერლის მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში დასრულდა. მაშინ ინგლისის სასამართლომ მას ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების გამო 4- თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მის პერსონალურ კომპიუტერში მცირეწლოვანი ბავშვების პორნოგრაფიული ვიდეორგოლები და ფოტოსურათები აღმოაჩინეს. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ გლიტერი ჯერ ვიეტნამში, შემდეგ კი კამბოჯაში გადასახლდა, თუმცა პედოფილიის ბრალდებით ის იქიდანაც გამოაძევეს. მომდევნო 16 წელიწადს გლიტერი ციხეში გაატარებს.

FB კომენტარები

კომენტარი