ზოგიერთ თანამედროვე გოგონას სჯერა, რომ რაინდები მხოლოდ წიგნებსა და ფილმებში ცხოვრობენ. ჩვენ გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს სულაც არ არის ასე და ჩვენს სამყაროშიც ცხოვრობენ ნამდვილი ჯენტლმენები. წარმოგიდგენთ 9 ყოველდღიურ ჟესტს, რომელიც ნამდვილ ჯენტლმენებს სჩვევიათ.
1.მანქანის კარს გიღებთ
მამაკაცი. კაცი, რომელსაც არ ეზარება გადმოვიდეს მანქანიდან და კარი თავად გაუღოს ქალს, ნამდვილად კარგი მანერებისაა. მისთვის მნიშვნელოვანია თავის გვერდით მყოფმა მანდილოსანმა დაცულად და კომფორტულად იგრძნოს თავი. ეს შეგრძნება ყველა ქალისთვის მართლაც რომ სასიამოვნოა.
2. გინახავთ თავის ბოლო ლუკმას
ყველამ ვიცით, რომ ყველა კაცის გული კუჭზე გადის. არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ გესმით ეს სიტყვები, ეს სიმართლეა. თუ მამაკაცმა თავისი დარჩენილი საჭმლის ბოლო ლუკმა თქვენთვის გაიმეტა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას უყვარხართ და ზრუნავს თქვენზე.
3. ატარებს დიდ დროს თქვენს ოჯახთან ერთად.
თუ მამაკაცი ინტერესდება თქვენი ბავშვობის სურათებით, იცინის თქვენს ბავშვობისდროინდელ ისტორიებზე და ატარებს დიდ დროს თქვენს ოჯახთან ერთად, მაშინ თქვენ ნამდვილად გიპოვნიათ „ის ერთადერთი“. ეს პატარა ჟესტი დაგარწმუნებთ იმაში, რომ მას თქვენ უყვარხართ და თქვენი ოჯახის შეყვარებასაც ცდილობს.
4. გაცნობთ ყველა მის მეგობარსა თუ ნაცნობს.
ნამდვილმა ჯენტლმენმა იცის, რომ ქალი უსარგებლოდ იგრძნობს თავს, თუ ის არ წარუდგენს თავის საყვარელ ქალს მის მეგობრებს ან ქუჩაში შემხვედრ ნაცნობებს. ყურადღებიანი კაცი არ ფიქრობს სიტუაციაზე, იგი ფიქრობს თუ როგორ ასიამოვნოს საყვარელ ქალბატონს.
5. გჩუქნის საჩუქრებს უმიზეზოდ
დღეს პრინცებს არ სჭირდებათ დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ საყვარელ ქალს მიართვან საჩუქარი. ერთ ჩვეულებრივ დღეს ის ბრუნდება სამსახურიდან სახლში და მაღაზიის ვიტრინაში ყვავილებს მოკრავს თვალს, მას უმალ ახსენდება საყვარელი ქალი, რომელიც სახლში ელის, რადგან ეს ყვავილები მის ღიმილს აგონებს.
6. ყოველთვის ცდილობს თქვენს დაცვას.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჟესტია, რომელსაც გოგონები დიდ ყურადღებას აქცევენ. როდესაც თქვენ სეირნობთ მასთან ერთად ტროტუარზე და ცდილობთ ყველანაირი უსიამოვნება თავიდან აარიდოთ.
7. გკოცნით შუბლზე.
თუ თქვენს გოგონას აკოცებთ შუბლზე, იგი თქვენში დაინახავს ერთგულ ადამიანს. იგი იქნება ძალიან ბედნიერი რომ თქვენნაირი მზრუნველი და ერთგული ადამიანი ჰყავს გვერდში.
ეს ძალიან კარგი ჟესტია. გოგონა დაინახავს, რომ შენ მასზე ზრუნავ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვ.
9. ყოველთვის გეხმარებათ პალტოს ჩაცმაში.
რა თქმა უნდა, ქალს თავადაც შეუძლია ჩაიცვას პალტო, მაგრამ აქ მოხერხებულობაზე არ არის საუბარი. ქალს ყოველთვის სიამოვნებს, როცა თქვენ პალტოს ჩაცმაში ეხმარებით.