7 მიზეზი, თუ რატომ ტოვებენ სამსახურს საუკეთესო თანამშრომლები! სტატია, რომელიც ყველა ხელმძღვანელმა უნდა წაიკითხოს!
თუ თქვენ არ სცემთ პატივს თქვენი საუკეთესო თანამშრომლების ღირებულებებსა და გამოწვევებს, მაშინ უნდა იცოდეთ შემდეგი: ისინი აუცილებლად დაიწყებენ სხვა შესაძლებლობების ძიებას. ჭკვიან, ნიჭიერ ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ იპოვნონ სამსახური. როგორც წესი, თქვენ საუკეთესო თანამშრომლებს სავარაუდოდ ეყოლებათ ორი ალტერნატიული კომპანია, რომლებიც მუდამ იქნებიან მზად მიიღონ ისინი. თუ თქვენი თანამშრომლები ლოიალურად განეწყობიან თქვენი კომპანიის მიმართ, მათ არ ექნებათ თქვენგან წასვლის სურვილი.
1. ისინი მიდიან უფრო მაღლა და მაღლა და აჭარბებენ თქვენს მოლოდინებს, თუმცა თქვენ არ გაქვთ ძალისხმევა აღიაროთ მათი შესაძლებლობები.
თქვენ ყოველთვის გინდათ მეტი და მეტი. თანამშრომლები მოდიან დილით… მიდიან გვიან…მუშაობენ შემართებით და იღებენ ინიციატივას ყველაზე რთულ საქმეებში, მაგრამ ეს არასდროს არის საკმარისი.
2. თქვენი უკუკავშირი არასდროს არ არის შემოქმედებითი. რეალურად ეს ქმნის უჩინარ საზღვარს
შექების ნაკლებობა, კრიტიკა მათ უარყოფითად განაწყობს. ისინი ელოდებიან თქვენგან რჩევას, უკუკავშირს და კომენტარს. თქვენ მათ არაფერს აწვდით. თუ თქვენი საუკეთესო თანამშრომლები არ არიან მოტივირებულნი, ისინი აუცილებლად მოძებნიან სხვა შესაძლებლობებს.
3. თქვენ თამაშობთ ოფისში „რჩეულის“ როლს
თანამშრომლებს აქებთ დაუმსახურებლად, შემდეგ დღეს თქვენ აძლევთ ვებ-დიზაინერს რამდენიმე დამატებით ანაზღაურებად უქმე დღეს, უბრალოდ იმიტომ, რომ ასე გსურთ. ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ კეტავთ კარს და კარგავთ საათებს თანამშრომლებთან უქმე საუბარში. ხვდებით რა ხდება? საბოლოო ჯამში, ყველაზე დრამატული არის ის, რომ თანამშრომლებიც კი ამ თამაშში მონაწილეობით ცუდად ხდებიან.
4. თქვენ ვერ უზრუნველყობთ მათ რესურსებით, რომელიც წარმატებისთვის სჭირდებათ
თქვენ აკავებთ მათ და არ აძლევთ წარმატების საშუალებას, არ ამარაგებთ საჭირო ინსტრუმენტებით ან განათლებით, რომელიც სჭირდებათ მათ განვითარებისთვის.
5. თქვენ არ ასრულებთ დაპირებებს
თქვენ პირდებით სამყაროს და საუბრობთ შემაგულიანებელი და მამოტივირებელი სიტყვებით, რომელსაც არ ასრულებთ, რამდენიმე ხნის შემდეგ მათ უჩნდებათ ეჭვი და გულისწყრომა.მაშინაც კი, თუ თქვენ რომელიმე თანამშრომელთან გაქვთ კარგი მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა, მათაც კი ეჭვი შეაქვთ თქვენს სიტყვებში.შეთავაზება, შედეგების მიხედვით წახალისება და ჯილდოები მკვეთრად გაზრდის პროდუქტიულობას.
6. შენ ფიქრობ ”მე, და არა ჩვენ”
ეს ყველაფერი ეხება, თუ რა შეუძლიათ თქვენს თანამშრომლებს კომპანიისთვის. თქვენ ხედავთ მათ, როგორც ქვემდგომ კატალიზატორს და სხვა არაფერს, იმის გამო რომ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რომ საუკეთესო თანამშრომლებს შეუძლიათ მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რადგან ეს განწყობაა და არა მხოლოდ ცუდი ჩვევა.
7. თუ თქვენ ახლა კითხულობთ ამ ნაწერს სიცილით და ეუბნებით საკუთარ თავს ”ჩემი თანამშრომლები, არსად აპირებენ წასვლას”
თუ თქვენ ხართ ეს პიროვნება, სავარაუდოდ უკვე გვიანია. თქვენი საუკეთესო თანამშრომელი არის სხვა სამსახურის პოტენციური მაძიებელი რაზეც, უკვე ზემოთ ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ ახალი თანამშრომლის ძიება. სიმართლე რომ ვთქვათ, ყველა ეს წესი ტრიალებს ერთი თემის ირგვლივ, ეს არის პატივისცემა.
არ დაგავიწყდეთ, თანამშრომლები ადამიანები არიან, ადამიანები ნამდვილი ცხოვრებით და ნამდვილი შესაძებლობებით. თუ თქვენ ვერ შეძლებთ ამის გააზრებას, ვერასდროს მოახერხებთ შეინარჩუნოთ თანამშრომელი ერთ ან ორ წელზე მეტ ხანს.
ლიკა ლომიძე
წყარო: www.read.bi