ვერძი
ბევრ ვერძს სინდისის ქენჯნა შეაწუხებს, ამიტომ ეს დღე მონანიებასა და ლოცვას უნდა მიუძღვნათ. სასურველია, ეკლესიაში წასვლა. ეცადეთ, წარსულის შეცდომები გააცნობიეროთ და მომავალზე იფიქროთ. ბრძენმა თქვა: „ნუ ფიქრობთ დაცემაზე, როცა ასაფრენად ფრთები გაქვთ“.
კურო
სავარაუდოდ, ამ დღეს უსიამოვნებებს ვერ ასცდებით. ყველაზე მტკივნეული დარტყმა ახლობელი ადამიანის ღალატი იქნება, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდით. ეცადეთ, მცირე წყენა დაივიწყოთ, რადგან შურისძიებას სიკეთე არავისთვის მოუტანია. იპოვეთ ძალა, რომ მიუტევოთ და თავად მოიბოდიშოთ. სასურველია, ეკლესიაში ვიზიტი.
ტყუპები
ეს დღე წინსვლას და შინაგან თავისუფლებას განასახიერებს. დიდი ხანია, „ერთ ადგილს ტკეპნით“. დროა, თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდეთ და თუ საჭიროა, პარტნიორი და გარემო შეცვალოთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს მარტოობა არ ხიბლავთ, ამიტომ მათთვის ოჯახური სითბო და მყუდროება ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერებისთვის აუცილებლად გჭირდებათ მყუდრო და კეთილმოწყობილი სახლი, სადაც ახლობლების ჟრიამული ისმის. კარგი იქნება, თუ ნათესავებსა და ახლობელ ადამიანებს მოიწვევთ და მათთვის მხიარულ წვეულებას გამართავთ. კირჩხიბისთვის სახლი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე მშვიდად და ბედნიერად გრძნობს. კარგი იქნება, თუ ეკლესიაში წახვალთ.
ლომი
ამ დღეს ახალი და სასიამოვნო შთაბეჭდილებები გელით. გამორიცხული არაა, რომ ურთიერთობას მოაგვარებთ ადამიანებთან, რომლებიც გიყვართ და რომელთა წინაშეც თავს დამნაშავედ გრძნობთ. გირჩევთ, საკუთარ სიამაყეს სძლიოთ და ამ ადამიანებს ბოდიში მოუხადოთ. სასურველია ეკლესიაში ვიზიტი.
ქალწული
კარგი დღეა შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად (იგულისხმება პარტნიორებთან და ხელმძღვანელობასთან არსებული პრობლემები). მზად ხართ, ახლობელ ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდოთ? გრძნობთ, რომ საიმედო და მყარი დასაყრდენი გჭირდებათ. თქვენი ქველმოქმედება უმცროსი თაობისთვის კარგი მაგალითი იქნება.
სასწორი
ეს დღე რაღაცის შექმნასთან, მკვეთრი პრობლემების გადაჭრასთან და კრიზისული სიტუაციებიდან გამოსვლასთან ასოცირდება. ასევე, კარგია ამ დღეს სახლის მშენებლობის დაწყება და ოჯახში ურთიერთობის გამყარება.
მორიელი
პლანეტების განლაგება არცთუ ისე ცოტა სანერვიულოს გპირდებათ. ამ დღეს უამრავი, წვრილმანი პრობლემა გელოდებათ, ასევე, არ გამოირიცხება სერიოზული საუბარი ნათესავებთან, მეგობრებთან და მეზობლებთან. შესაძლოა, წარმოიშვას კამათი და საუბარი უშედეგოდ დასრულდეს. ამიტომ უმჯობესია, შეხვედრები გადადოთ.
მშვილდოსანი
ეს დღე საკეთილდღეოდ აისახება თქვენზე, რადგან უამრავ საჭირო ინფორმაციას შეიტყობთ ახალ კარმულ გზებსა და სამომავლო ეფექტურ მოქმედებებზე. ვარსკვლავები გირჩევენ, შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი ან წახვიდეთ სამოგზაუროდ. სასურველია, ეს დღე მაქსიმალურად პოზიტიურად გაატაროთ.
თხის რქა
ამ დღეს საყვარელი ჰობით და ბავშვებთან აქტიური თამაშებით დაკავდებით, თუმცა, მეუღლეებთან, შესაძლოა, დაძაბული ურთიერთობა გქონდეთ. შეეცადეთ, ოჯახში ურთიერთგაგებას მიაღწიოთ. აპატიეთ მათ, ვინც თქვენს იმედებს ვერ ამართლებს. ოჯახში ჰარმონია თქვენს სულიერ მდგომარეობას დაამშვიდებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაშიც დაგეხმარებათ.
მერწყული
ეს დღე საიმედოობასთან ასოცირდება. მიუხედავად თქვენი ეჭვებისა, რთულ სიტუაციებში შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს აბსოლუტური ნდობა გამოუცხადოთ. ნუ დაჰპირდებით გარშემომყოფებს იმას, რასაც ვერ შეასრულებთ და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ბევრ ვალდებულებას.
თევზები
ახლობელი ადამიანის მხარდაჭერა და გონივრული რჩევები უფრო თავდაჯერებულს გაგხდით. კარგი იქნება, თუკი ამ დღეს მხოლოდ სანდო ადამიანებთან გაატარებთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, დაგეხმარონ, როგორც მფარველი ანგელოზები. ხოლო შემთხვევით მეგობრებს უმჯობესია, მოერიდოთ.