7 წლის ბიჭს, რომელსაც ჰეტეროხრომია ჰქონდა, ასეთივე კატა აჩუქეს (ფოტო)

192
SHARE

7 წლის მედანს დედამ განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო. ბიჭს, რომელსაც დაბადებიდან კურდღლის ტუჩი და ჰეტეროხრომია ჰქონდა, (სხვადასხვა ფერის თვალები), ხშირად სკოლაში თანატოლები დასცინოდნენ. თანდაყოლილი პათოლოგიების გამო, მას მეგობრებიც არ ჰყავდა. თუმცა, დედამ მას საუკეთესო „მეგობარი“ შეურჩია. ქრისტინა ხამფისმა ინტერნეტის საშუალებით, კატა შეიძინა, რომელსაც ზუსტად ისეთივე თვალის ფერები ჰქონდა, როგორც მის შვილს.
ამჟამად, 7 წლის ბიჭუნას საუკეთესო მეგობარი ჰყავს და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა.

FB კომენტარები

კომენტარი