60 წლის მომღერალი და პოპდივა მადონა ნიუ-იორკში, კენედის აეროპორტში პაპარაცებმა მისთვის უჩვეულო სტილში დააფიქსირეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი გადაღება ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბარში გამართული საახალწლო კონცერტის შემდეგ მოხერხდა. მაშინ ტაბლოიდებში აქტიურად წერდნენ, რომ მადონამ პლასტიკურ ქირურგიის დახმარებით კიმ კარდაშიანის მსგავსი უკანა ნაწილი გაიკეთა.
ახლა საზოგადოება მადონას „გაყინულმა“ სახემ ჩააგდო შოკში. თანაც ისე გამოიყურებოდა თითქოს ჩრდილოეთ პოლუსზე მიემგზავრებოდა – მას „უშანკა“ და თბილი ზამთრის ქურთუკი, ე.წ დუტი ეცვა. ეს ყველაფერი მან Dolce & Gabbana-ს ბოტასებს და სპორტულ შარვალს შეუხამა. ყველაზე მეტი ყურადღება კი მისმა სახემ მიიქცია, რომელიც თითქოს ცვილის იყო.
შესაძლოა იმიტომაც, რომ მომღერალი ძველი დროის ნოსტალიგიამ შეაწუხა, მან რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამზე“ თავისი ათი წლის წინანდელი ფოტო გამოაქვეყნა.
სხვა სიახლეები