ვერძი
სავარაუდოდ, თქვენი შემოსავალი გაიზრდება, თუმცა არა ხელფასის მომატების ხარჯზე. მოწყენილობისგან თავის დასაღწევად მოგზაურობაში წასვლას გირჩევთ. ახალი ნაცნობობა თქვენს თვალსაწიერს გააფართოებს და ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის.
კურო
მოულოდნელი პრობლემა გელით, რაც მნიშვნელოვანი მოწყობილობის გაფუჭებას და შესაბამისად, მატერიალურ ხარჯებს უკავშირდება. ერიდეთ მკვეთრი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას. მხოლოდ მშვიდი, გააზრებული და პრინციპული მოქმედებებით შეძლებთ, ბედისწერას გამარჯვება გამოგლიჯოთ.
ტყუპები
შესაძლოა, ზედმეტი იმპულსურობა, მომთხოვნელობა და დაუსაბუთებელი პრეტენზიები როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში ურთიერთობების გაწყვეტით დასრულდეს. მთავარია, მყარი საფუძველი შექმნათ და პოზიციები გაიმაგროთ, რომ მომავალში საკუთარი იდეების განხორციელება ადვილად შეძლოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს კირჩხიბების ძვლოვანი სისტემა ძალიან დასუსტებულია. გამორიცხული არაა, რომ კბილებთან დაკავშირებული პრობლემებიც შეგექმნათ. ასაკოვანმა ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რომ დაცემა და მისგან გამოწვეული მოტეხილობები თავიდან აიცილონ. თუ დიდი ხანია, სტომატოლოგთან არ ყოფილხართ, დროა, ვიზიტზე ჩაეწეროთ.
ლომი
ეს დღე ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციებით გამოირჩევა. დღის პირველ ნახევარში საქმეები წარმატებით მიდის და თავსაც მშვენივრად გრძნობთ, საღამოს კი ვითარება რადიკალურად შეიცვლება. ეცადეთ, სამსახურიდან სახლში ადრე წახვიდეთ და კარგად გამოიძინოთ. ეცადეთ, ყველაფერი მატერიალური საზომით არ გაზომოთ და ახლობელი ადამიანის გრძნობა დააფასოთ.
ქალწული
ამ ნიშნის მშვიდი და გაწონასწორებული წარმომადგენელი შესაძლოა, ენერგიულმა ადამიანმა დააინტერესოს, მაგრამ დაახლოებას გამუდმებული კინკლაობა და კამათი მოჰყვება. გახსოვდეთ, რომ ადამიანი შეცდომებზე სწავლობს, ამიტომ ეს ცხოვრებისეული გაკვეთილი არ დაივიწყოთ.
სასწორი
შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ. არ გამოირიცხება, ქრონიკულმა დაავადებებმა შეგახსენოთ თავი. ვარსკვლავები გირჩევენ, საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მიმართოთ ექიმს და არ გაჯიუტდეთ, თუკი ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო დაუთმოთ ძილს, ძალები აღიდგინოთ და კარგად იკვებოთ.
მორიელი
ეს დღე არ არის შესაფერისი საყვარელ ადამიანთან შესახვედრად და დროის ერთად გასატარებლად. ამ დღეს გაიგებთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენ მიმართ სინამდვილეში მეგობრებს, თუმცა, შედეგი ვერ გაგახარებთ. გადადეთ სხვა სამსახურში ან სხვა თანამდებობაზე გადასვლა – ძალისხმევა სულ მალე დაგიფასდებათ.
მშვილდოსანი
ამ დღეს გამორჩეულად აზარტული იქნებით. ცოცხალი, ეშმაკური, ცნობისმოყვარე – ნებისმიერი სახეობის თამაშით დაინტერესდებით. იღბალიც თქვენს მხარეს იქნება. თქვენი რისკი აშკარად საფუძვლიანია, წინააღმდეგ შემთხვევაში იღბალი ზურგს შეგაქცევთ.
თხის რქა
შესაძლოა, პანიკურ ან ისტერიკულ მდგომარეობაში ჩავარდეთ. არ გამოირიცხება, იძულებული გახდეთ, მოიწყინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიჩინოთ სიმტკიცე და გამძლეობა, რათა მოიშოროთ ნეგატივი და საკუთარი თავი აკონტროლოთ.
მერწყული
ამ დღეს ყველა სფეროში ნამდვილად არ გაგიმართლებთ. რომელიღაც ნაყიდი ნივთი, რომლის შეძენა ოჯახის წევრებთან არ შეათანხმეთ, არცთუ ისე ხარისხიანი აღმოჩნდება ან უბრალოდ, აღარ მოგეწონებათ. იმისთვის, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს, წინასწარ იფიქრეთ, რის შეძენა გსურთ, სად და რა ფასში.
თევზები
ეს დღე შესანიშნავია საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, კონცერტებზე წასასვლელად ან სპორტულ აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად. ამ დღეს გონივრულად შეძლებთ საკუთარი ძალების გადანაწილებას წარმატების მისაღწევად. პრობლემების ძალისმიერი მოგვარება არაეფექტური აღმოჩნდება. ამგვარ მიდგომაზე უმჯობესია, უარი თქვათ, ისევე როგორც მავნე ჩვევაზე, რომელიც კარგს არაფერს მოგიტანთ. კეთილი განწყობა და დიპლომატია უფრო გამოგადგებათ.