ვერძი
პოზიტიური და საყვარელ ხართ. გარშემო მყოფებს აღაფრთოვანებთ თქვენი პერსონით. მალევე მოაგვარეთ საოჯახო საქმეები, რათა საყვარელი ადამიანი დიდხანს არ ალოდინოთ.
კურო
კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. თუ სახლში დარჩებით, ნათესავები დასვენების საშუალებას არ მოგცემენ, საოჯახო საქმეების შესრულებას დაგავალებენ.
ტყუპი
შემოქმედებითი იდეების განხორციელება და საოჯახო საქმეები – აი, თქვენი დღევანდელი საქმიანობა. მეტად გამოავლინეთ თქვენი დიზაინერული ნიჭი.
კირჩხიბი
ნაკლებად იმუშავეთ და მეტად დაისვენეთ. ოჯახის წევრებს საყვარელი ადამიანი გააცანით. ან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ.
ლომი
საქმეებისგან დაისვენეთ. შეეხმიანეთ ან ესტუმრეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ქალაქში, ბუნებაში.
ქალწული
ნათესავების მიერ შემოთავაზებულ დახმარებას უარს ნუ ეტყვით. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, ინტელექტის ასამაღლებლად. საღამოს მხატვრული ლიტერატურა წაიკითხეთ.
სასწორი
კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად, ექსკურსიისთვის. ზოგიერთს სასიამოვნო ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი ელის.
მორიელი
გაგიუმჯობესდებათ განწყობა გარშემო მყოფებთან. უსიამოვნებები გვერდს აგივლიან. იდილია და სიურპრიზი გელით პირად ცხოვრებაში.
მშვილდოსანი
დილიდან ჩამოწერეთ გასართობი იდეების სია. აიყოლიეთ მეგობრები და გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, ჩაერთეთ სპორტულ თამაშებში. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით.
თხის რქა
უამრავი გეგმა და იდეა გაქვთ და ნუ განაწყებდებით თუ ყველას განხორციელებას დღეს ვერ შეძლებთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
მერწყული
ნუ გაჩერდებით შინ. გაისეირნეთ ბუნებაში, ესტუმრეთ ნათესავებს. თუმცა, მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
თევზები
ფული მოზომილად ხარჯეთ. მეტად დაისვენეთ, შეასრულეთ სასიამოვნო საქმეები. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge