6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები – გთავაზობთ 6 აპრილის ასტროლოგიურ პროგნოზს:

ვერძი
თქვენი მიზანდასახულობისა და შრომისმოყვარეობის დახმარებით თქვენი ჩანაფიქრები განხორციელდება. თქვენი ფინანსური მდგომარეობა აბსოლუტურ წესრიგში მოვა. დროა ქველმოქმედებით დაკავდეთ. შეეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ.

კურო
სამსახურის ან თანამდებობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ ღირს – დოლარის კურსის ცვალებადობა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიურად იმოქმედებს. ყველაზე გონივრული ქმედება იქნება, თუკი უარს იტყვით ხელმძღვანელის ან ბიზნესის მმართველის პოზიციაზე და ჩვეულებრივი თანამშრომლის სტატუსით დაკმაყოფილდებით, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში გადაუხდიან ხელფასს.

ტყუპები
ახალ პროფესიულ საქმიანობას დაიწყებთ, სადაც მოულოდნელობები გელოდებათ. ეს ჰარმონიული პერიოდი სრულიად პოზიტიურად აისახება შეყვარებულ ტყუპებზე. შესაძლოა, ახალ საქმეში და ახალ პროგრამაში ჩაერთოთ, რომელიც ხანგრძლივი აღმოჩნდება. დღის პირველ ნახევარში შეგიძლიათ, კრედიტი აიღოთ ან ახლობლისგან ფული ისესხოთ, მაგრამ სიფრთხილე აუცილებლად გმართებთ – გაითვალისწინეთ ვალის დაბრუნების ვადები.

კირჩხიბი
ეს დღე შესანიშნავია საგანმანათლებლო კურსის დასაწყებად. ახალ ინფორმაციას მარტივად აითვისებთ. შეგიძლიათ, პროფესიონალური განათლების მიღება გააგრძელოთ ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ.

ლომი
ეს დღე შესანიშნავია ახალი სამსახურის დასაწყებად. ეს შესაძლოა, იყოს ხანგრძლივი პროექტი, რომელზეც მუშაობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სამედიცინო შემოწმება გაიაროთ და მკურნალობის ახალ მეთოდებს მიმართოთ.

ქალწული
შესანიშნავი მეხსიერება გაქვთ და ფინანსურ ან სამართლებრივ სფეროში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწევთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ იმ პარტნიორთან კამათს, რომელზეც დამოკიდებული ხართ. მოერიდეთ სავარაუდო კონფრონტაციას, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში.

სასწორი
ამ დღეს გონივრულობით გამოირჩევით და შეეცდებით, დისკუსიებში ან კამათში მაქსიმალურად ჩაერთოთ. ამ დღეს იქნებით მგრძნობიარე, რაც თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს. მიეცით ახლობლებს თავიანთი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა. ნუ ეცდებით სხვების დაქვემდებარებას.

მორიელი
ახალ პროექტზე დაიწყებთ მუშაობას და სიამოვნების მიღებაზე მეტად ფინანსური მდგომარეობა დაგაინტერესებთ. თქვენი პროფესიული მიზნების მისაღწევად არ მოგერიდოთ კონტაქტებისა და ნაცნობების გამოყენება.

მშვილდოსანი
თქვენი საქმიანი აქტივობა არასტაბილური აღმოჩნდება. იმისთვის, რომ კარიერაში წინსვლა გქონდეთ და აღიარება მოიპოვოთ, მეტი მუშაობა მოგიწევთ, ვიდრე ჩვეულებრივ, რაც არცთუ ისე მარტივია.

თხის რქა
თუკი უძრავი ქონების შეძენას გეგმავდით, ეს დღე შესანიშნავია საკუთარი ჩანაფიქრის შესასრულებლად. არჩევანის გაკეთების დროს ნუ დააიგნორებთ დეტალებს. ყველაფერს სერიოზულად მიუდექით. უძრავი ქონების შეძენამდე, დააზუსტეთ ინფორმაციები მათი მფლობელების ბედისა და ცხოვრების შესახებ.

მერწყული
ამ დღეს მნიშვნელოვან და თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ. შესაძლოა, სამსახურის შესახებ საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც ისე უნდა მიიღოთ, როგორც ბედის საჩუქარი. ეს დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ საკუთარ იმიჯზე იზრუნოთ.

თევზები
საპასუხისმგებლო საქმეზე დაიწყებთ მუშაობას, რომელიც დიდ მოთმინებას, აკურატულობასა და ყურადღებას მოითხოვს თქვენგან. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი უნდა მოასწროთ, თანაც ყველა ფრონტზე. კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოთ მოვალეობები და ამასთანავე, ოჯახის წევრებზე ზრუნვაც არ უნდა დაგავიწყდეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები