6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

76
SHARE

ვერძი
გავლენიანი მეგობრებისა და მფარველების დახმარებით კარიერულ წარმატებას და მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევთ.

კურო
უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, გაუფრთხილდით ნერვებს. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას.

ტყუპი
განწყობა საათში ერთხელ შეგეცვლებათ, საქმეები კი თავზე საყრელი გექნებათ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ თქვენზე გავრცელებულ ჭორებს და განწყობის მიუხედავად, მეტი დრო დაუთმეთ საქმიანობას.

კირჩხიბი
შანსი მოგეცემათ ან ახალი საქმიანობა წამოიწყოთ, ან ახალი ტექნოლოგია შესწავლოთ. გამოიცვალოთ პარტნიორები ან სამსახური.

ლომი
გავლენიანი მეგობრების დახმარებით ან მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, ან ახალ საქმიანობას შემოგთავაზებენ. ისწავლეთ გარშემო მყოფთა აზრის გათვალისწინება.

ქალწული
კარგი დღე ელით სპორტსმენ, შოუ-ბიზნესის, კულტურისა და სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლებს. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა.
სასწორი
კარგი დღეა მკურნალობის დასაწყებად, პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას და ნერვიულობას.

მორიელი
მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, ფულის დაბანდებას საეჭვო საქმიანობაში, აზარტულ თამაშებს, განსაკუთრებით ფულზე.

მშვილდოსანი
ნუ დაიტვირთავთ თავს პრობლემებით. დღე თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ და შეინარჩუნეთ კარგი განწყობა.

თხის რქა
ნუ იქნებით ცუდი მსახიობი. უმჯობესია, ის იყოთ, ვინც სინამდვილეში ხართ.

მერწყული
პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების გამო ნუ გაირთულებთ საქმეებს სამსახურში და მეგობრებთან. ზოგს რომანტიკული ნაცნობობა ელის.

თევზები
დოკუმენტების გაფორმებისას მოერიდეთ შეცდომის დაშვებას, მათ დაკარგვას. ყურადღება გმართებთ პირად ნივთებთან, არსად არაფერი დაგრჩეთ.

 

წყარო: www.astrologi.ge

 

FB კომენტარები

კომენტარი