ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ჰიუ გრანტმა დაქორწინება საბოლოოდ გადაწყვიტა. ის ბედს შვედ პროდიუსერს, 39 წლის ანა ებერშტეინს დაუკავშირებს. მათ უკვე სამი საერთო შვილი ჰყავთ, თუმცა 57 წლის ჰიუ გრანტს 2 შვილი ყოფილი პარტნიორისგან ტინგლენ ჰონგისგანაც ჰყავს. წყვილს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ სურს, ამიტომ მათ შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი.