“5 მოხარშული კვერცხიღა დამრჩაო მამაომ”- მამა სებასტიანე მონასტერში 45 ძაღლთან ერთად საკვების გარეშე დარჩა
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ლელა დვალიძე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს. როგორც ირკვევა წრომის მაღლა დედაღვთისას მონასტერში მცხოვრები მამა სებასტიანე საკვების გარეშეა დარჩენილი და დახმარება სჭირდება.
“ჩემს მეგობარ ჟურნალისტებს!
ჩემი მეგობარი ჟურნალისტების მეგობარ ჟურნალისტებს! მინდა მოგაწვდინოთ ხმა:
ხაშურის მუნიციპალიტეტში, წრომის მაღლა დედაღვთისას მონასტერში ცხოვრობს მამაო სებასტიანე, თავის მოხუც თუ ინვალიდ 45 ძაღლთან ერთად, რომლებიც ქუჩაში იპოვა და გადაარჩინა….
აღარც ძაღლებს, აღარც მამაოს არ აქვს საჭმელი… ყველა ჯიპიანი რომ გგონიათ მამაო ვირით გადაადგილდება და საჭმელი რომ მიიტანოს მონასტრამდე ტაქსს ქირაობს, ამჯერად ამის გაკეთება არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია…
ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ ინფორმაცია, იქნება ახლო-მახლო არის ვინმე გულისხმიერი ადამიანი, ან საპატრულო პოლიცია, რომელიც დაეხმარება მშიერ ადამიანს საკვების შეძენაში და მონასტრამდე მიატანინებს…
სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან!” ,- წერს ლელა დვალიძე სოცქსელში.