5 ყველაზე გავრცელებული სამედიცინო მითი

36
SHARE

საზოგადოებაში უამრავი მითი, მცდარი შეხედულებაა დამკვიდრებული, რომლებიც იმდენად არის ჩვენს გონებაში ჩაბეჭდილი, რომ ძნელი წარმოსადგენია მათი მცდარობა. ასეა სამედიცინო სფეროშიც – ყველას გვსმენია ძმრიანი “ნასკების”, კომბოსტოს ფოთლებისა თუ ნივრიანი არყით მკურნალობის მეთოდები. წარმოგიდგენთ 5 სამედიცინო მითს, რომელიც მცდარია.

1. ცხვირიდან სისხლდენის დროს თავი უკან უნდა გადავწიოთ

არსებობს ერთი ასეთი ფართოდგავრცელებული მითი, რომლის თანახმადაც ცხვირიდან სისხლდენის დროს თავი უკან უნდა გადავწიოთ. როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ მითია, მას არანაირი სამედიცინო ახსნა არ მოეძებნება და მეტიც, სისხლდენის დროს თავის უკან გადაწევამ შესაძლოა, ასპირაციაც კი გამოიწვიოს.

2. ვაქცინაცია იწვევს აუტიზმს

ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ამავდროულად გავრცელებული მცდარი აზრია საზოგადოებაში, რომელიც, პირველ ყოვლისა, უდიდეს საფრთხეს უქმნის ბავშვებს. (2003 წელს მსგავსი შინაარსის სტატია Lancet-ში გამოქვეყნდა, თუმცა 2010 წელს გამოცემამ უარყო კვლევის შედეგები). დაიმახსოვრეთ, ვაქცინაცია აუტიზმს არ იწვევს!

3. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ჭარბთმიანობას იწვევს

არსებობს ასეთი მითი, თითქოს, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ჭარბთმიანობას იწვევს მაშინ, როდესაც ამ საშუალებებში არის ისეთი კომპონენტი, რომელიც პირიქით – გათმიანებას უშლის ხელს.

4. ადამიანი თავის ტვინის 10%-ს იყენებს

ინტერნეტმომხმარებლისთვის მსგავსი შინაარსის ფრაზები საკმაოდ ნაცნობია. ხშირ შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი იცვლება, თუმცა ის ფაქტი, რომ ადამიანი ტვინს სრულად იყენებს, არსად წერია – ჭეშმარიტება კი სწორედ ესაა. ფიქრის, კითხვის, წერისა თუ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის დროს ჩვენი ტვინი პროცესში მთლიანად ჩართულია.

5. მარილების დაგროვება იწვევს ხერხემლის ტკივილს

ხშირ შემთხვევაში ხერხემლის ტკივილს სწორედ მარილების დაგროვებას მიაწერენ, სინამდვილეში კი ტკივილს კუნთების დაჭიმულობა იწვევს. თუმცა, წელის ტკივილი სხვა ყოველდღიურმა სტრესულმა სიტუაციებმაც შეიძლება, გამოიწვიოს.

FB კომენტარები

კომენტარი