5 აუცილებელი წესი, რომელიც სასწორზე დადგომამდე უნდა გაითვალისწინოთ

296
SHARE

როდესაც ვცდილობთ, წონაში დავიკლოთ, მოვიმატოთ კუნთის მასა, ანდა – შევინარჩუნოთ ჩვენი ნორმალური წონა, სასწორი ხშირად ყველაზე დიდი მტერია.
სისტემატურად აწონვის შემთხვევაში, სასწორმა, შესაძლოა, სხვადასხვა წონა გვიჩვენოს, რაც ხასიათზეც უარყოფითად მოქმედებს. აუცილებელია, ვიცოდეთ რამდენიმე წესი, რომ საკუთარი ზუსტი წონა გავიგოთ.

აწონვის დრო –  სასწორზე დადექით ერთსა და იმავე დროს, უმჯობესია – დილით, საუზმემდე.

ტანსაცმელი – სასწორზე დადგომის დროს უნდა გეცვათ ერთი და იგივე ტანსაცმელი, ან – საერთოდ არაფერი. მაჩვენებელი თქვენი სამოსის წონის მიხედვით შეიცვლება.

ადგილი – ყოველთვის დადგით სასწორი ერთსა და იმავე ადგილას, ზედაპირი უნდა იყოს მყარი, არ აიწონოთ ხალიჩაზე.

დადექით გაუნძრევლად – სწორი მაჩვენებლის მისაღებად მნიშვნელოვანია, იდგეთ სასწორზე გაუნძრევლად. ორივე ფეხს თანაბრად უნდა ეყრდნობოდეთ. ზოგ სასწორზე, სასურველია, ფეხშიშველი დადგეთ.

არ დადგეთ სასწორზე ვარჯიშის დამთავრებისთანავე
ვარჯიშის დროს ოფლის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან ერთად სხეულის წონა ნაკლებია, თუმცა ეს დეჰიდრაციის ბრალია და რეალური კლება არ არის.

წყარო:https://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი