4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის მეორე ნახევარი წარმატებული იქნება – ყველა პრობლემა შესანიშნავად მოგვარდება. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება. ნუ ელით ბრძანებას. ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ.

კურო

ზედმეტი კილოგრამები სიცოცხლეს გიმწარებთ და მზად ხართ, რადიკალურ ზომებს მიმართოთ. რთული, ეგზოტიკური დიეტები აუცილებელი არაა, საკმარისია, რამდენიმედღიანი განტვირთვა მოაწყოთ.

ტყუპები

ფინანსური სირთულეებისა და ემოციური დაძაბულობის მიუხედავად, პოზიციების გამაგრებას მოახერხებთ. საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორე გაეჭვებთ, მაგრამ ყველაფერი რიგზე იქნება.

კირჩხიბი

უფროსობასთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. უკან დახევა არ ღირს, მაგრამ ღია კონფლიქტსაც უნდა ერიდოთ. გირჩევთ, ცოტა ხნით ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩეთ.

ლომი

შესაძლებლობა გექნებათ, საუკეთესოთა შორის საუკეთესო აირჩიოთ. პერსპექტიული წინადადება საშუალებას მოგცემთ, საკუთარი ძალები ახალ სფეროში მოსინჯოთ. თქვენდა გასაოცრად, საკუთარ თავში ლიდერის თვისებებსა და ორგანიზატორულ ნიჭს აღმოაჩენთ. თუ ენერგიული და ორიგინალური იდეებით სავსე იქნებით, უამრავ ადამიანს შემოიკრებთ. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

ქალწული

ამ დღეს თქვენი მოღვაწეობა საკუთარი და ახლობელი ადამიანის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. ეცადეთ, რომ ძვირფასი ადამიანების ცხოვრების უზრუნველყოფაზე ზრუნვამ ჩაკეტილ და მარტოსულ ადამიანად არ გაქციოთ, რომელიც საკუთარ ტერიტორიას გარშემომყოფებისგან იცავს.

სასწორი

ფულის ხარჯი ან დანაკარგი გელით. გახსოვდეთ, თქვენს ნებისმიერ ქმედებას მოულოდნელი შედეგები მოჰყვება. არსებობს დიდი წაგების რისკი. ეცადეთ, სხვების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. ნუ ისესხებთ და გაასესხებთ. თავი შეიკავეთ სარისკო ქმედებებისგან და ერიდეთ აზარტულ თამაშებს.

მორიელი

შანსი გაქვთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოთ და წარმატებას მიაღწიოთ. თქვენს განკარგულებაში იქნება თანამედროვე ტექნიკა და მოწყობილობები. აუცილებლად იზრუნეთ პროფესიული სრულყოფისა და ახალი პროგრამების შესწავლაზე. დიდი შრომითა და მონდომებით წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

მშვილდოსანი

ამჟამად თქვენი აქტიურობა შენელებულია, ამიტომ დაწყებული პროექტების დასრულებაზე დილიდან უნდა იზრუნოთ. ეცადეთ, თვითკრიტიკული იყოთ, ეს თვისება დაგეხმარებათ, ადამიანებს თქვენ მიმართ ნდობა ჩაუნერგოთ და პოზიტიურად განაწყოთ.

თხის რქა

ამ დღეს სასურველ შედეგს მაშინაც კი მიაღწევთ, როცა ამაზე ყველა უარს იტყვის, თუმცა ეს ფაქტი იზოლაციაში მოგაქცევთ. ადამიანები ჩათვლიან, რომ ეს მათი გამოწვევაა, ამიტომ ეცადეთ, ტაქტიანად და ბრძნულად იმოქმედოთ.

მერწყული

კარიერა და უფროსობასთან ურთიერთობა თქვენთვის უმნიშვნელოვანეს საქმედ იქცევა, რადგან ამაზეა დამოკიდებული თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ავტორიტეტი. ყველაფრის მიუხედავად, მათი მკაცრი შეზღუდვები და ორთოდოქსული აზრები თქვენს მუშაობას შეაფერხებს. ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციული უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

თევზები

სამუშაო დღის დაგეგმვა გიჭირთ, ამიტომ მნიშვნელოვან შეხვედრებზე მისვლასა და წერილების გაგზავნას დააგვიანებთ. შესაძლოა, კოლეგებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნათ. ნუ ცდილობთ, რომ ყველაფერი მოასწროთ და ყველას ასიამოვნოთ. სიჩქარემ შეიძლება დაუფიქრებელ და მცდარ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები