„მხოლოდ ქართული“ ჩვენი ქვეყნის პროექტია და სიახლეა. მიუხედავად იმისა, რომ „მხოლოდ ქართულში“ ყველა კონკურსანტი ძლიერია, ჩემი რჩეულიც მყავს – ალექსანდრე კახეთიდან.
– პროექტში მონაწილეობაზე არ გიფიქრიათ?
– ყველა მეუბნება, რომ რომელიმე პროექტში ისევ უნდა მივიღო მონაწილეობა, თუმცა სხვაგვარად ვფიქრობ – სიყვარული უკვე მოვიპოვე და არ მინდა, ხალხის სალანძღავი გავხდე. მირჩევნია მსმენელს სიახლე შევთავაზო.
– რატომ ფიქრობთ, რომ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობის გამო ხალხი გაგლანძღავთ?
– იცით, ვინმე ორჯერ რომ მივიდეს პროექტში, მეც ვიფიქრებ, რით ვერ დაკმაყოფილდა-მეთქი და, მით უმეტეს, ჩემს შემთხვევაში. ხალხი „ნიჭიერში“ გამარჯვებას დღემდე მილოცავს.
– კარიერაში სიახლე თუ გაქვთ?
– 4 საავტორო სიმღერა უკვე დავწერე. ორი ინგლისურია, ორიც – ქართულ-ინგლისური. ჯერ სოფელში ვცხოვრობ. თბილისში რომ გადმოვალ საცხოვრებლად, იმედია, ერთს მაინც ჩავწერ.
– თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლას როდის გეგმავთ?
– მე-12 კლასს ვამთავრებ. წელს გამოცდები მაქვს და სკოლის დამთავრებისთანავე საცხოვრებლად ქალაქში გადმოვალ, თუმცა რას ვაპირებ, ჯერ არ გადამიწყვეტია. დრო მიჩვენებს… გულახდილად გეტყვით, რომ შემოთავაზებაც არ მაქვს.
წყარო:https://funtime.ge