4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

35
SHARE

ვერძი
დღევანდელი დღე საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანს მიუძღვენით. გამორთეთ ტელეფონი, მობილური, რათა არაფერმა შეგიშალოთ ხელი და მოიწყვეთ რომანტიკის დღე.

კურო
დადგა დღე, როცა შეგიძლიათ არ იფიქროთ საქმეებს და დაისვენოთ. მიირთვათ ტკბილეული, მოიწესრიგოთ თავი, რათა ორშაბათს სამუშაოს გალამაზებული და დასვენებული შეუდგეთ.

ტყუპი
ნუ დარჩებით სახლში, ან საოჯახო საქმეს წამოიწყებთ, ან სამუშაოს ჩაუჯდებით; მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ. არ გასცეთ დაპირებები.

კირჩხიბი
მოაწესრიგეთ პირადი ნივთები; მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. მოაწყვეთ ოჯახური წვეულება. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

ლომი
გაიხალისეთ თმა, გაიკეთეთ მანიკიური, გაიწმინდეთ სახე. საღამოს გამოეწყვეთ საუკეთესო
სამოსში და მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ კლუბში იმხიარულეთ.

ქალწული
დროა, მოიწესრიგოთ საკუთარი თავი, გადახედოთ გარდერობს, სამუშაო მაგიდას. გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან. საღამოს სავაჭრო ცენტრში გაისეირნეთ და ჩამოწერეთ რისი შეძენა გსურთ.

სასწორი
დილიდან შეიქმენით კარგი განწყობა. გაინებივრეთ თავი არომატული ყავით. მოუსმინეთ სასაიმოვნო მუსიკას. გამოიძინეთ, იკითხეთ. გააკეთეთ ის, რაზეც კვირის სხვა დღეებში არ გყოფნით დრო.

მორიელი
მოიწესრიდეთ პირადი ნივთები. შეეხმიანეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს. ერთად გაემართეთ სპორტდარბაზში, აბანოში. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
კარგი დღეა ჯანმრეთელობისა და სილამაზისთვის (ეწვიეთ კოსმეტოლოგს); აბანოში, საუნაში წასასვლელად. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ, გულითადი საუბარი საკუთარი თავის რწმენას დაგიბრუნებთ.

თხის რქა
ნუ დარჩებით სახლში, ნუ წამოიწყებთ საქმეებს. გაისეირნეთ ქალაქში, ქალაქგარეთ, მიირთვით არომატული ყავა. საღამოს შეიარეთ სილამაზის სალონში, ჩაიტარეთ სპა პროცედურები.

მერწყული
რომანტიკულ განწყობაზე ხართ. რა გიშლით ხელს? მოკიდოთ საყვარელ ადამიანს ხელი და ქალაქგარეთ გაემგზავროთ. მარტოხელას მეგობრებთან ერთად გართობა და სასიამოვნო ნაცნობობა ელის.

თევზები
გადაღლილობის მიუხედავად ნუ დარჩებით შინ. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. თევზაობა, კოცონი და ბუნება, ოთხ კედელს ნამდვილად ჯობია. თუ ქალაქგარეთ გასვლას ვერ ახერხებთ, სკვერში მაინც გაისეირნეთ.

FB კომენტარები

კომენტარი