33 წლის თანაცხოვრების შემდეგ ოზი და შერონ ოსბორნები იყრებიან

მუსიკოსი ოზი ოსბორნი და მისი მეუღლე შერონი იყრებიან. განქორწინება 33 წლის თანაცხოვრების შემდეგ მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით, ოზიმ და შერონმა დაშორება მშვიდობიანად გადაწყვიტეს – მუსიკოსი სკანდალების გარეშე დატოვებს მათ სახლს ბევერლი-ჰილზე.
უცხოური მედიის ცნობით, განქორწინების მიზეზი სულაც არ ყოფილა 67 წლის ოზის მოხეტიალე ცხოვრება – მუსიკოსს ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან უკვე 3 წელია შეხება არ ჰქონდა. წყვილის დაშორების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ოზი და შერონი 1982 წლის 4 ივლისს დაქორწინდნენ. წყვილს 3 საერთო შვილი – ემი, ქელი და ჯეკი ჰყავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები