31 წლის კახაბერ დევიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება !!!

31 წლის კახაბერს მარჯვენა ყბაყურა ჯირკვლის ნათელუჯრედოვანი კარცინომა და კისრის მიდამოს ნათელუჯრედოვანი კარცინომა ​დაუდგინდა.

მას დღე-ღამის განმავლობაში გაუსაძლისი ტკივილები ტანჯავს. ამ დროისთვის კახაბერ დევიძეს უძლიერესი ტკივილგამაყუჩებელი – “მორფინი” აქვს დანიშნული.

სამწუხაროდ, ამჟამად სიტუაცია ძალიან მძიმეა, სიმსივნე მეოთხე სტადიაშია და მეტასტაზები ორგანოებზეა გადასულია.
– მეგობრებო, გვჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსური მხარდაჭერა, გვჭირდება თქვენი უდიდესი თანადგომა, რათა შევაგროვოთ სამკურნალო თანხა. ოჯახს საჭირო მედიკამენტების ყიდვის საშუალება არ გააჩნია.​ კახაბერისთვის თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და თითოეული ლარი შეიძლება, მის გადარჩენას უდრიდეს.

– ​კახაბერი საკმაოდ ნიჭიერი და გამოცდილი ფეხბურთელი იყო, რომელიც თავის დროზე მოსკოვის “ლოკომოტივში” სათამაშოდ მიიწვიეს და, რა თქმა უნდა, მისი ეროვნებიდან გამომდინარე, საკუთარი ნიჭის გამოვლინების საშუალება არ მიეცა, რის გამოც კლუბის გარეშე დარჩა.

– რადგანაც ჰყავს ოჯახი და რჩენა სჭირდებოდათ, მუშაობა ავეჯის ცეხში გააგრძელა. ერთ ავადსახსენებელ დღეს, როცა სახლში დაღლილი მიდიოდა, რუსმა სამართალდამცავებმა მხოლოდ იმიტომ გააჩერეს, რომ ქართველი იყო და დაუნდობლად სცემეს. სწორედ ეს საღამო აღმოჩნდა მისთვის საბედისწერო. ცემის შედეგად გემატომა განუვითარდა​, რომელიც მოგვიანებით ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდა.

კახაბერ დევიძეს ოჯახს თქვენი გულისხმიერების იმედი აქვს !

ანგარიშის, ნომერი: 
საქართველოს ბანკი: GE79BG0000000175229500

მიმღები ზაზა დევიძე

კომენტარები

სხვა სიახლეები