ვერძი
2018 წლის იანვრის ბოლო ყველა სფეროსთვის კარგი დროა, ამიტომ სტაბილური და უზრუნველი პერიოდი გელით. მარტოხელა ვერძები შეიძლება ცხოვრების მეგზურს შეხვდნენ. ცვლილებების ნუ გეშინიათ. ეს ოჯახსა და სამყაროში თქვენს კეთილდღეობას განაპირობებს.
კურო
ამ დღეს თქვენს კონტაქტებსა და ურთიერთობებს ვარსკვლავები მფარველობენ. ისეთი მომხიბვლელი ხართ, როგორც ყოველთვის, და საპირისპირო სქესის ყურადღებას იპყრობთ. თქვენი რჩეული შესაძლოა, შორიდან ჩამოსული ადამიანი გახდეს. მთავარია, არ მოდუნდეთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ მიზნამდე ერთი ნაბიჯი გაკლიათ. დაეხმარეთ საკუთარ ბედს ყველა შესაძლო მეთოდით.
ტყუპები
ამ დღეს თვითანალიზით ხართ დაკავებული, რაც ნაწილობრივ, დაბნეულობასა და პიროვნების გაორებაში გამოიხატება. ამჟამად, თქვენი ამოცანაა საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანების საიმედოდ ყოფნის უზრუნველყოფა. გახსოვდეთ, თავშეკავება, მოთმინება და სამართლიანობა თქვენი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიაა.
კირჩხიბი
1980 წლის შემდეგ დაბადებული კირჩხიბები სანუკვარი ოცნების ასრულებას უახლოვდებიან, თუმცა უკანასკნელი დისტანციის გავლას ყველა ვერ შეძლებს. ეს იმის გამო არ მოხდება, რომ გზას რთული დასასრული აქვს, უბრალოდ, ბევრი შეშინდება და საკუთარი თავის რწმენას დაკარგავს.
ლომი
გამორიცხული არაა, მატერიალური პრობლემების მოგვარება წარმატებით შეძლოთ და ამაში მოულოდნელობისა და იღბლის ელემენტი აუცილებლად იქნება. შინაგანი ჰარმონიისთვის სასარგებლოა საკუთარი ხელით ლამაზი ნივთების კეთება. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის.
ქალწული
თქვენმა რჩეულმა შეიძლება შენიშნოს, რომ უცნაურად იქცევით და პირდაპირი პასუხების გაცემას თავს არიდებთ. ამიტომ შეიძლება ეჭვები გაუჩნდეს. კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად დიპლომატიური ნიჭი უნდა გამოიყენოთ.
სასწორი
ამ დღეს, ფაქტობრივად, უიმედო სიტუაციიდან თავის დაძვრენას მოახერხებთ. თუკი შემოქმედებით აქტივობას გამოიჩენთ, ყველაფერი გამოგივათ. მოაწყვეთ საოჯახო დღესასწაულები, დაიწყეთ რემონტი. ვარსკვლავები წარმატებულ დღეს გიწინასწარმეტყველებენ.
მორიელი
შეგიძლიათ, თავი გმირად იგრძნოთ. თქვენგან განსაკუთრებული მიზიდულობა წამოვა. ინტიმური შეხვედრა იმედს არ გაგიცრუებთ. პირად ცხოვრებაში დიდ წარმატებას მიაღწევთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი შემოვლითი გზებით ისარგებლებთ.
მშვილდოსანი
კონტაქტებისა და შეხვედრების რაოდენობა საკმაოდ იმატებს და თქვენი საქმიანი ცხოვრება კიდევ უფრო გააქტიურდება. მზად იყავით პოლემიკაში თქვენთვის საინტერესო ადამიანის დასაპყრობად. არ გამოირიცხება, თქვენი მოწინააღმდეგე მოულოდნელად თქვენი გონებისა და ნიჭის თაყვანისმცემელი გახდეს.
თხის რქა
ამ დღეს საცხოვრებელი სახლის გალამაზების სურვილი გაგიჩნდებათ. ხელით სამუშაოების შესრულებას იდეალურად შეძლებთ. შეეცადეთ, სახლის ინტერიერის შეცვლის დროს მთელი თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი გამოიყენოთ. ოთახების დიზაინი, ავეჯის გადაადგილება – ეს საქმიანობა თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, მაგრამ გასაოცარ შედეგს მიიღებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სამუშაოებში ოჯახის წევრებიც ჩართოთ.
მერწყული
არ გამოირიცხება, შვილებმა ან შვილიშვილებმა, რომლებიც თქვენთან ცხოვრობენ, საკუთარი ცხოვრების თანამგზავრებთან ცხოვრება გადაწყვიტონ. შესაძლოა, ოჯახის რომელიმე წევრს ნამდვილი სიყვარული ეწვიოს. მათი სიყვარულის ისტორიას უგულშემატკივრებთ და პერიპეტიებზე ისევე ინერვიულებთ, როგორც თავად შეყვარებულები.
თევზები
დღის მეორე ნახევარში აზარტული საქმიანობა მიგიზიდავთ, მაგრამ შედეგი საეჭვო იქნება: არასაჭირო საყიდლები, მცდარი შეხედულებების გათვალისწინება და კონფლიქტების პროვოკაცია. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. მოიკრიბეთ მოთმინება და უახლოეს მომავალში იღბალი გაგიღიმებთ.