30 ნოემბერი სექსის საერთაშორისო დღეა

30 ნოემბერს მსოფლიო სექსის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ფორუმზე გაჩნდა იდეა, რომ აღინიშნოს სექსის დღე. მიუხედავად იმისა რომ ეს დღე ოფიციალურად არცერთ ქვეყანას არ უღიარებია, დამეთანხმებით, რომ რომანტიკული სისულელეები არაფერია ნამდვილი დღესასწაულის – სექსის დღის წინაშე.

რა თქმა უნდა, მისი ცენტრი ამსტერდამი გახდა. ეს დღე კონკრეტული სცენარის მიხედვით არ იმართება, სამაგიეროდ იმპროვიზაციას ეთმობა უდიდესი როლი. შეგიძლიათ უამრავი თეატრალური წარმოდგენა და კონცერტი ნახოთ.

ამ დღეს ამსტერდამში ჰაერში უზარმაზარ პრეზერვატივს უშვებენ, ხოლო ქუჩებში ქალები დადიან და ბროშურებს არიგებენ, სადაც სექსის სასარგებლო თვისებების შესახებ წერია. ამსტერდამის წითელი ფანრების ქუჩაზე ტარდება აღლუმი, გამომსვლელები პროპაგანდას უწევენ უსაფრთხო სექსს, არიგებენ ფურცლებს და პრეზერვატივებს.

30 ნოემბერს მიღებულია, რომ დღის ძირითადი ნაწილი დაეთმოს სექსს და ყველაფერ იმას, რაც სექსთან არის დაკავშირებული. კონკრეტული წესები ან რაიმე სახის აკრძალვები არ არსებობს. დღესასწაულის დამფუძნებლებმა მშვენიერი ლოზუნგიც მოიფიქრეს “ჩაატარეთ ექსპერიმენტები!”

ღონისძიების ფესვებს ძველ რომამდე მივყავართ. 24 ნოემბრიდან რომაელები იწყებდნენ „ბრუმალიას“. რომელიც სექსუალურად ყველაზე აქტიურ ნაყოფიერების ღმერთს სატურნს ეძღვნებოდა.

30 ნოემბერს მსოფლიოს ერთი ნაწილი საკმაოდ ხალისიანად აღნიშნავს სექსის დღეს. მაგალითად, რუსეთში თუ მეუღლემ მხოლოდ ამ კონკრეტულ დღეს უღალატა მეორე ნახევარს, ეს ღალატად არ ითვლება. საფრანგეთში კონდიტერები მკერდის, უკანალის ან პენისის ფორმის ნამცხვრებს აცხობენ. ესპანეთში საჰაერო ბუშტებს სხვადასხვა ეროტიულ სცენების შემცველ ნახატებს ახატავენ და ჰაერში უშვებენ. სამხრეთ ამერიკა და ჩილე კი საკუთარი სექსის და პორნოგრაფიის დღეს 18 იანვარს აღნიშნავს. იაპონიაში დიდი ხანია არსებობს ფალოსის თაყვანისცემა, ამ დღეს ქუჩაში გამოაქვთ უზარმაზარი 2, 5 მეტრიანი ფალოსის ქანდაკება და ხალხში დაატარებენ.

არსებობს სექსთან დაკავშირებული ისეთი დღეები რომლებზეც, ალბათ ჯერ არ გსმენიათ:

მარტი დატვირთული თვეა ამ მხრივ, 14 მარტს მინეტის, ხოლო 20 მარტს კუნილინგუსის დღეს აღნიშნავენ.

აშშ სექსის ნაციონალურ დღეს 25 მაისს აღნიშნავს. 7 მაისი კი მასტურბაციის საერთაშორისო დღეა.

9 აგვისტო ქალების ორგაზმის დღეა.

ისრაელში პირველი სექსის ფესტივალი 2007 წელს გაიმართა. ახლა კი ის ყოველ წელს ქალაქის ნომერ 11 დაწესებულებაში მიმდინარეობს.

მოკლედ, რომ ვთქვათ სექსის დღეს სექსი რომ არ გქონდეთ უბრალოდ შეუძლებელია. ეს დღე უმრავლესობისთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, თუმცა ნუ გადააჭარბებთ! გახსოვდეთ, რომ ყოველი დღე შეგიძლიათ აქციოთ, თქვენ პირად დღესასწაულად.

წყარო:1news.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები