30 მარტიდან 9 აპრილამდე მარსი-სატურნის ტრინი იქნება – რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ეს პეროდი დადებითი

30 მარტიდან 9 აპრილამდე მარსი-სატურნის ტრინი იქნება. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
“30 მარტი – მარსი-სატურნის ტრინის პიკი
30 მარტს, მარსი-სატურნის ზუსტი ტრინი იქნება. ეს სასიკეთო ასპექტი 22 მარტს გააქტიურდა და მისი გავლენა 9 აპრილამდე გაგრძელდება.
ეს საკმაოდ სასიკეთო ასპექტია, რომელიც მიანიშნებს, რომ სწორად გაღებული ძალისხმევა აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს. მისი გავლენა შეიძლება ასევე გავშიფროთ როგორც საქმეში კონცენტრაცია და დისციპლინირებულობა. რაც ასე მნიშვნელოვანია საქმიან ცხოვრებაში წარმატების მიღწევისთვის. მისი გავლენით ადამიანები საკუთარი საქმის სასიკეთოდ გარდაქმნასა და ფორმირებას ახდენენ, იწყებენ კონკრეტული მიმართულებით შრომას და ყველაფერს ორგანიზებულად აწესრიგებენ.
ასე რომ, ეს არის საკუთარ საქმეში ახალი, ენერგიული იმპულსების შეტანის დრო. შესაძლებელი ხდება სამსახურებრივი და კარიერული კუთხით ცვლილებების განხორციელება. კარგი დროა ხელმძღვანელობის მხარდაჭერის მოპოვებისთვის და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის.
ეს ასპექტი განსაკუთრებით სასიკეთოდ იმოქმედებს წყლის სტიქიის ნიშნებისთვის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მარსი-სატურნის რომელიმე მაჟორული ასპექტი მაინც აქვს.” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები