30 ნოემბერს სექსის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

137
SHARE

2007 წლის 30 ნოემბრიდან მსოფლიოში სექსის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღეს მიღებულია, რომ დღის ძირითადი ნაწილი დაეთმოს სექსს და ყველაფერ იმას, რაც სექსთან არის დაკავშირებული. კონკრეტული წესები ან რაიმე სახის აკრძალვები არ არსებობს.
იდეა სექსის საერთაშორისო დღის დაფუძნების ერთ-ერთ ფორუმზე გაჩნდა, თუმცა ეს დღე არცერთ ქვეყანას ოფიციალურად არ უღიარებია.
სექსს ადამიანისთვის გონებრივი, ფიზიკური და ემოციური სარგებელი მოაქვს. კერძოდ ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს სიკვდილის საშიშროებას.
დღესასწაული დამფუძნებლებმა ამ დღესთან დაკავშირებით ლოზუნგიც მოიფიქრეს „ჩაატარეთ ექსპერიმენტები!“
„სექსის საერთაშორისო დღის“ ჩამოყალიბება ძველი რომაელების ერთ-ერთ ზეიმს ბრუმალაის უკავშირდება. ეს დღესასწაული 24 ნოემბრიდან იწყებოდა, რომელიც სექსუალურად ყველაზე აქტიურ ნაყოფიერების ღმერთს სატურნს ეძღვნებოდა.
დღესდღეობით მსოფლიოს გარშემო ღონისძიება სხვადასხვანაირად აღინიშნება.
თუმცა ამსტერდამში ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება, რაც ჰაერში გაშვებული უზარმაზარი პრეზერვატივებით გამოიხატება.ქუჩებში კი ქალები დადიან და ბროშურებს არიგებენ, სადაც სექსის სასარგებლო თვისებების შესახებ წერია. წითელი ფანრების ქუჩაზე ტარდება აღლუმი, გამომსვლელები პროპაგანდას უწევენ უსაფრთხო სექსს, არიგებენ ფურცლებს და პრეზერვატივებს.
იაპონიაში ამ დღეს ქუჩის ბაზრობა იმართება,სადაც საწუწნ კამფეტებს პენისის და საშოს ფორმა აქვს.ასევე ქუჩაში გამოაქვთ უზარმაზარი 2, 5 მეტრიანი ფალოსის ქანდაკება და ხალხში დაატარებენ.
ესპანეთში საჰაერო ბუშტებს სხვადასხვა ეროტიულ სცენების შემცველ ნახატებს ახატავენ და ჰაერში უშვებენ.
„კამასუტრის“ სამშობლოში, ინდოეთში კი საერთოდ არ აღნიშნავენ ამ დღეს.
ჩილეში კონკრეტულად ამ რიცხვზე უარი თქვეს სამაგიეროდ 18 იანვარს ზეიმობენ სექსის დღეს.
საფრანგეთში კონდიტერები მკერდის, უკანალის ან პენისის ფორმის ნამცხვრებს აცხობენ.
სექსის საერთაშორისო დღის აქტიურად აღსანიშნავად არსებობს 6 საუკეთესო გზა:
იყიდეთ ახალი სექსუალური სათამაშო, ეს დღე არაჩვეულებრივი მიზეზია ამისთვის
სექსის შესახებ ისაუბრეთ მეგობრებთან
სექსით დაკავდით საკუთარ თავთან
მიეცით სხვებს განათლება სექსის შესახებ
ისეთი რამ გააკეთეთ რაც აქამდე არ გიცდიათ
სრულიად ჩაეფლეთ ამ დღის აღნიშვნაში
სექსის საერთაშორისო დღის გარდა მსოფლიო სექსთან დაკავშირებულ სხვა დღეებსაც აღნიშნავს:
მარტი დატვირთული თვეა ამ მხრივ, 14 მარტს მინეტის, ხოლო 20 მარტს კუნილინგუსის დღეს აღნიშნავენ.
აშშ სექსის ნაციონალურ დღეს 25 მაისს აღნიშნავს. 7 მაისი კი მასტურბაციის საერთაშორისო დღეა.
9 აგვისტო ქალების ორგაზმის დღეა.
ისრაელში პირველი სექსის ფესტივალი 2007 წელს გაიმართა. ახლა კი ის ყოველ წელს ქალაქის ნომერ 11 დაწესებულებაში მიმდინარეობს.
წყარო: https://digest.pia.ge

Comments

comments