კურო
თუ დაწინაურება ან ხელფასის მომატება გსურთ, უფროსთან ხუმრობას და მით უმეტეს დაპირისპირებას არ გირჩევთ. აგრეთვე, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან.
ტყუპი
გაფრთხილდით, რათა არაფერი დაკარგოთ, მოგპარონ. ნურავის დაპირებებს ნუ ენდობით და ნუ აიგებთ ”ოცნების კოშკებს”. წარმატებას მხოლოდ შრომით მიაღწევთ.
კირჩხიბი
პარტნიორებთან დამოკიდებულება დიპლომატიურად გაარკვიეთ. მოერიდეთ მათთან დაპირისპირებას. კარგი დღეა მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად.
ლომი
კარგი დღეა კარიერული წინსვლისა და ახალი სპეციალობის დასაუფლებლად. მოერიდეთ ემოციების გამოვლენას და გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.
ქალწული
დღეს უინტერესო, რუტინული საქმის შესრულება მოგიწევთ. თუმცა კეთილსინდისიერი მუშაობა გმართებთ და დოკუმენტების გაფორმებისას – მეტი ყურადღება.
სასწორი
ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთად შესრულებას, გარშემო მყოფებზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. მშვიდად იმოქმედეთ და მხოლოდ აუცილებელი საქმე გააკეთეთ.
მორიელი
დღეს წარსულში შესრულებული სამუშაოსთვის ჯილდოს მიიღებთ, შექებას დაიმსახურებთ. კარგი დღეა მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად, ვალების გასასტუმრებლად. რთულ სიტუაციაში ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ნაცნობების წრის გასაფართოებლად. საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნდებით და მოქმედებაც გაგიადვილდებათ.
თხის რქა
კარგი დღეა ნაცნობობისა და ახალ პარტნიორებთან ერთად ბიზნესიდეების განსახილველად. აგრეთვე, ახალი ცოდნის მისაღებად; ექსპერიმენტებისა და რისკისთვისაც.
მერწყული
დაძლიეთ სიზარმაცე და ახალი იდეების განხილვა-განხორციელება დაიწყეთ. ახალი საქმეების დაწყებისას მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ.
თევზები
კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, ახალი ხელობის დასაუფლებლად. აგრეთვე, კონსულტაციის, რჩევის მისაღებად.