ვერძი
დაიცავით კვების რეჟიმი, არ იშიმშილოთ. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად. საღამოს ოჯახური წვეულების მოსაწყობად.
კურო
გადაღლილი ხართ და ჯანმრთელობაც შესუსტებული გაქვთ. მოერიდეთ კუჭის გადაღლას, გაიძლიერეთ იმუნიტეტი და ზოგადად, გაუფრთხილდით საკუთარ თავს.
ტყუპი
მოერიდეთ კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან. თავადაც იცით, რომ თავისუფლების სიყვარულის გარდა, გულის სიღრმრეში, მგრძნობიარე ნატურა ხართ, რომელსაც სითბო და მზრუნველობა ესაჭიროება.
კირჩხიბი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან. დიპლომატიურად იმოქმედეთ, საკუთარ მოთხოვნებს უხეშად ნუ წამოაყენებთ.
ლომი
ერთდროულად მეგობრულიც ხართ და საქმიანიც, – საქმიან პარტნიორებს დაუმეგობრდებით, მეგობრებს საქმიან პარტნიორებად გაიხდით. დასასვენებლად და სამოგზაუროდ მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ.
ქალწული
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. განსაკუთრებით მშობლებთან. შეასრულეთ დაკისრებული საოჯახო მოვალეობები და დაეხმარეთ გარშემო მყოფებს.
სასწორი
შეყვარებულებს გაუუმჯობესდებათ დამოკიდებულება პარტნიორთან. მარტოხელებს კი რომანტიკული ნაცნობობა ელით. წვეულებაზე წასვლა არ გადაიფიქროთ.
მორიელი
მგზავრობა-მოგზაურობა ან შვილების განათლება თქვენგან დამატებით ფინანსურ ხარჯს მოითხოვს. შესაძლოა, სესხის აღებამაც მოგიწიოთ.
მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან. დღეს საკუთარ თავში ჰარმონიისა და პატრიოტიზმის გრძნობას აღმოაჩენთ. აკეთეთ სიკეთე, მაგრამ მადლობას ნუ ელით.
თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ოჯახშიც ჰარმონია და სიყვარული დაისადგურებს. გახსოვდეთ, იუმორი და ღიმილი საუკეთესო “იარაღია”.
მერწყული
წვეულებები და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები გელით. განწყობასაც გაიუმჯობესდებათ და საკუთარი იდეების მათთვის გაცნობასაც შეძლებთ.
თევზები
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ დასასვენებლად.
წყარო: www.astrologi.ge