28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
რთული დღეა. ერიდეთ კოლექტიურ მუშაობას და არავითარ შემთხვევაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, რადგან ამჟამად არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა გაქვთ.

კურო
პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ თქვენს ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული დაისადგურებს. ყურადღებით იყავით და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას ნუ მიღებთ, რადგან არაკეთილმოსურნეები ჩასაფრებულები არიან და ცდილობენ, დაგაზარალოთ. მხოლოდ მოთმინებისა და გამძლეობის წყალობით შეძლებთ, ხაფანგს თავი აარიდოთ. საქმიან წინადადებებს ნუ დასთანხმდებით – ამჟამად ამისთვის არახელსაყრელი პერიოდია.

ტყუპები
ცხოვრებისეული პრინციპებისა და იდეალების დაცვის დღეა. სასიყვარულო ურთიერთობაში სირთულეები გელით. მოსალოდნელია დიდი სკანდალი და პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა. მამაკაცებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ განმარტოებისა და ხანგრძლივი სეირნობისგან. თავი შეიკავეთ გრანდიოზული პროექტების წამოწყებისგან, რადგან წარუმატებლობა გელით.

კირჩხიბი
პასიური და ერთფეროვანი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ გრანდიოზული პროექტის წამოწყებისთვის არახელსაყრელი დღეა, თუმცა ამაზე ფიქრი შეგიძლიათ. ამ დღეს თქვენი კონსერვატიულობა ძალიან გამოგადგებათ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ. უსიამოვნებების მიუხედავად, თავს მშვენივრად გრძნობთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობა ფსიქოლოგიური დაძაბულობისგან გიხსნით.

ლომი
პროფესიულ საქმიანობაში მცირეოდენი შეფერხება გელით. თქვენი გეგმები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. არახელსაყრელი დღეა გარიგებებისთვის, მოლაპარაკებისა და ქორწინებისთვის. ერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას. ფარული მტრების მიერ გავრცელებული ჭორების წყალობით უსიამოვნებები გელით.

ქალწული
ამ დღეს თქვენი სექსუალური აქტიურობა საგრძნობლად შემცირებულია. მოსალოდნელია დიდი სკანდალი და ძველ პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა. დღის მეორე ნახევარში გარშემომყოფებთან თქვენი ურთიერთობა ნელ-ნელა ნორმას დაუბრუნდება. ნუ იქნებით ასეთი მეწვრილმანე და პედანტური, ეს ადამიანებში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს.

სასწორი
ამ დღეს წარმატება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებთ ახალ პირობებთან შეგუებას. შესაძლოა, ახალ პროექტში მონაწილეობაზე მაცდური და მომგებიანი წინადადება მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წინააღმდეგობა, რაც დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს შეგიშლით.

მორიელი
კრიტიკული დღეა. იმედგაცრუებას ვერ უმკლავდებით. თავდაჯერებულობას თანდათან კარგავთ და თავს ყველასთვის უსარგებლოდ მიიჩნევთ. თავს ნუ იდანაშაულებთ და თვითგვემას ნუ მიეცემით. უბრალოდ, დასვენება გჭირდებათ.

მშვილდოსანი
ეს დღე ცხოვრებისეული პრინციპებისა და იდეალების დაცვას განასახიერებს. გარშემომყოფებთან ურთიერთობა დილიდან დაგეძაბებათ. ცვლილებებისკენ სწრაფვამ და ნეგატიურმა დამოკიდებულებამ იძულების ნებისმიერი ფორმის მიმართ შეიძლება უფროსობასთან პრობლემები შეგიქმნათ. დიპლომატიურობა გაკლიათ, მაგრამ გამჭრიახობის წყალობით ყოველთვის ახერხებთ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას.

თხის რქა
ამ დღეს თქვენი სექსუალური აქტიურობა შემცირებულია. პარტნიორთან კამათმა შეიძლება ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დაგაყენოთ, თუმცა დღის მეორე ნახევარში ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს გვერდით მყოფ ადამიანს თქვენი მზრუნველობა და მხარდაჭერა სჭირდება.

მერწყული
ეს დღე გაუგებრობასა და დეზინფორმაციას უკავშირდება. პროფესიულ საქმიანობაში სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. სანამ ახალ საქმეებს დაიწყებდეთ, ძველები უნდა დაამთავროთ. გაითვალისწინეთ, რომ ამჟამად ნებისმიერ წარმოწყებას წარუმატებლობა ელის, თუმცა ამის გამო ნერვიულობა ჯანმრთელობის დაზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თევზები
ეს დღე ტყუილს, ილუზიებსა და ცდუნებას უკავშირდება. ყურადღებით იყავით და ერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებს. ერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას. ნუ მოექცევით რელიგიური სექტების გავლენის ქვეშ და საკუთარი იდეალების ერთგული დარჩით. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნუ ჩაერთვებით კამათსა და დებატებში. ექიმთან თქვენი ვიზიტი შეიძლება უსიამოვნო აღმოჩნდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები