28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

65
SHARE

ვერძი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.

კურო
მეტად დაისვენეთ, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. საღამოს მხიარულება, სასიამოვნო ნაცნობობა და ფლირტი გელით.

ტყუპი
გამოიძინეთ. შეყვარებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად. გაგიუმჯობესდებათ მატერიალურ მდგომარეობა.

კირჩხიბი
დღის საზრუნავი ოჯახი და შვილები იქნებიან. აგრეთვე, ჩანაფიქრების განხორციელების დღეა. თქვენ ნიჭს სათანადოდ დააფასებენ. საინტერესო მიწვევაზე უარი არ თქვათ.

ლომი
ხარჯი მოიმატებს. შეიძლება ოჯახისთვის აუცილებელი ნივთების ან ახლობლებისთვის საჩუქრების შეძენა დაგჭირდეთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთნ ერთად.

ქალწული
კარგი დღეა სარეკლამო კამპანიისა და სწავლისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება  საყვარელ ადამიანთან. მარტოხელები სასურველი კანდიდატის ყურადღების მიქცევას შეძლებენ. დღეს მიიღებთ იმას, რაზეც ოცნებობდით.

სასწორი
დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. შეიძლება ახალი საქმიანობის დაწყება შემოგთავაზონ.

მორიელი
შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდებათ. ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის გახარებას საჩუქრებით შეძლებთ. მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი
თქვენი დახმარება და რჩევა ახლობლებს დასჭირდებათ; მზრუნველობა – ოჯახის წევრებს. საღამოს შეხვდით მეგობრებს, დრო მხიარულად გაატარეთ.

თხის რქა
საერთო ენას გამონახავთ საინტერესო ადამიანებთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. შეყვარებულებმა კი მთელი დღე სასიყვარულო პარტნიორზე ზრუნვაში უნდა გაატარონ.

მერწყული
დაუგეგმავი ცვლილება გელით პირად ცხოვრებაში. მარტოხელები ადვილად მოიპოვებენ საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. ზოგიერთს ახალი ურთიერთობის დაწყება ელის.

თევზები
დადებითი ემოციების დღეა. ახლობლებთან და ნათესავებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

FB კომენტარები

კომენტარი