26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

156
SHARE

ვერძი
კარგი დღეა შოპინგისთვის, გაიყოლეთ ნათესავი ან მეგობარი. შეიძინეთ საჩუქრები. საღამოს წიგნი წაიკითხეთ და ბავშვებთან ერთად სამაგიდო თამაშით გაერთეთ.

კურო
კარგი დღეა შეხვედრებისთვის. მეგობრებთან ან ნათესავებთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
დაისვენეთ, გამოიძინეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

კირჩხიბი
ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემო მყოფების აზრს. აკეთეთ ის, რაც თქვენთვის სასიამოვნო და მისაღებია. საღამოს მეგობრები განმარტოების საშუალებას არ მოგცემენ.

ლომი
გარშემო იმდენი გასართობი და სასიამოვნო ამბავი ხდება; ნუ დარჩებით სახლში. აიყოლიეთ მეგობრები და ქალაქში გაისეირნეთ, შოპინგი მოიწყვეთ.

ქალწული
გამონახეთ დრო და მოინახულეთ ნათესავები. მეტად გამოავლინეთ თქვენი კულინარიული ნიჭი; მოაგვარეთ საოჯახო საკითხები.

სასწორი
საინტერესო შემოთავაზებების დღე გელით. მოერიდეთ ავანტიურას. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
დაისვენეთ, გამოიძინეთ. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ. ოჯახის წევრებისთვის გემრიელობები შეიძინეთ.

მშვილდოსანი
სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. ყურადღება გმართებთ დეტალებისა და ინფორმაციებისადმი. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად.

თხის რქა
მეტი მოთმინება გმართებთ ახლობლების მიმართ. მათი ჭირვეულობა უნდა აიტანოთ. მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ ქალაქგარეთ.

მერწყული
დილიდან პოზიტიური ემოციებით დაიმუხტეთ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

თევზები
გარშემო მყოფებისგან მზრუნველობასა და სიყვარულს იგრძნობთ. საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი