25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ამ დღეს თქვენი ინტერესი გლობალური პრობლემებისკენაა მიმართული, ამიტომ ყველაფერი, რაც ამ თემას ეხება, საფუძვლიანად უნდა იყოს შესწავლილი. შეგიძლიათ, სწავლისა თუ მუშაობის ახალი ადგილი ეძებოთ – არჩევანი წარმატებული იქნება. ნუ იდარდებთ ფინანსურ პრობლემებზე. უახლოეს ხანებში შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდება.

კურო
ამ დღეს ბირჟის ბროკერებსა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოთამაშეებს უსაქმოდ ყოფნა არ მოუწევთ. გამორიცხული არაა, რომ რისკის შემთხვევაში, ბიზნესში ამ საქმისგან ძალიან შორს მყოფ ადამიანებსაც გაუმართლოთ.

ტყუპები
ბევრი ტყუპის ოჯახური ურთიერთობა რღვევის ან სერიოზული ტრანსფორმაციის ზღვარზეა. სხვადასხვა დონის შეხვედრასა და მოლაპარაკებას ხანმოკლე ეფექტი ექნება და თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს. ახლა ყველაზე მეტად გონიერება და გამძლეობა გჭირდებათ, რათა ცხოვრებისეული პოზიციები შეინარჩუნოთ. ეცადეთ, ფული არ გაასესხოთ და „სწრაფი გამდიდრების მეთოდებს“ არ მიმართოთ, რადგან შეიძლება ეს ხანგრძლივი ფინანსური პრობლემების მიზეზი გახდეს.

კირჩხიბი
ეს დღე უნდობლობასა და თავდაუჯერებლობას განასახიერებს. კირჩხიბები ცდილობენ, საკუთარი მოქმედებები საზოგადოების მოლოდინებთან შეათანხმონ. თუ ამის გამო შექება და აპლოდისმენტები ვერ დაიმსახურეს, დეპრესიაში ჩავარდებიან და საკუთარი თავის რწმენას დაკარგავენ. ეცადეთ, განთავისუფლდეთ და სხვის აზრზე ნაკლებად დამოკიდებული იყოთ.

ლომი
შესაძლოა, ამ დღეს რაღაც ფინანსური საიდუმლო ამოხსნათ და გამორიცხული არაა, შემოსავლის ახალ წყაროს მიაგნოთ. კარგი იქნება, თუ მეგობრების წინადადებას დასთანხმდებით და ფინანსებს ახალ წარმოებებში დააბანდებთ.

ქალწული
სიყვარულისა და კარიერისთვის წარმატებული დღეა. ენერგიით სავსე ხართ, მთავარია, ეს ენერგია სწორად გამოიყენოთ, რომ ფინალი სტარტზე უფრო ღირსეული იყოს. ეცადეთ, გაიხსენოთ, რის გაკეთებას გეგმავდით და გადაგავიწყდათ. გაიხსენეთ? მაშინ საქმეს შეუდექით.

სასწორი
ეს დღე დამოკიდებულებებთან, ვალებთან და მძიმე ვალდებულებებთან ასოცირდება. შესაძლოა, ტყუილის თქმა მოგიწიოთ, რადგან დანაპირებს ვერ შეასრულებთ. ნუ აიღებთ ვალს და ნუ ჩაერევით გარშემომყოფების პირად ცხოვრებაში. იყავით სამართლიანი შეფასებების გაკეთების დროს.

მორიელი
გაორებული დღე გელოდებათ. ვარსკვლავები გარიგებას შემოგთავაზებენ. ბევრი მათგანი თქვენთვის ახალი გამოცდილება იქნება. სხვის გეგმებში მარტივად გაერკვევით, თუმცა, შედეგი ნაკლებად დაგაკმაყოფილებთ. წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი – თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობა, ეჭვები და ფანატიზმი გახდება.

მშვილდოსანი
ნებისმიერი კოლექტიური მოქმედება წარმატებული აღმოჩნდება შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძებნისა და ახალი საქმიანობის შეძენის მიზნით. მიიღეთ სიამოვნება იმ ცვლილებებისგან, რომლებიც გელოდებათ და თან შეეცადეთ, ნაკლები შეცდომა დაუშვათ.

თხის რქა
ეს დღე კრიტიკული და დაძაბული იქნება თქვენთვის. გაღიზიანდებით და აღელდებით, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არ ინერვიულოთ. ბრძოლა მოწყენილ ცხოვრებას სჯობს, მით უმეტეს, თუკი ეს ბრძოლა იმ შედეგის მიღებას დააჩქარებს, რომელსაც ბოლო დროს ელოდებით.

მერწყული
ფინანსები გამოგიჩნდებათ, მაგრამ თან ფულის ხარჯვა საკმაოდ მოგიწევთ. კომერციული მივლინება წარმატებით დასრულდება. ამ დღეს მხოლოდ კონცენტრირება და პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ.

თევზები
ეს დღე შესანიშნავია მეგობრებთან და ნაცნობებთან საურთიერთოდ და მრავალრიცხოვანი საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. საინტერესო მოვლენები დილიდან განვითარდება: თქვენთვის საჭირო სიახლეს ან სასარგებლო საქმიან ინფორმაციას შეიტყობთ, როგორც სამუშაოს თანამედროვე მეთოდებზე, ისე, მაგალითად, ავეჯის გადაადგილებაზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები