„25 აპრილიდან შემცირებას დაიწყებს, საბოლოოდ კი ივნისის ბოლოს დასრულდება“ – კორონავირუსი და ცაგარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (ვიდეო)

ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის (6–12 აპრილი) პროგნოზი ტრადიციულად „იმედის დილასთან“ სტუმრობისას შეაფასა.

ასტროლოგმა მსოფლიოში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე, ახალ კორონავირუსზე ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროა მაქსიმალური სიმშვიდე, სიკეთე და სიყვარული:

„ამ პერიოდში ყოველგვარი შიშის გარეშე იყავით – ადამიანს აქვს თავისი ვიბრაციული სიხშირე, სულს აქვს თავისი ვიბრაციული სიხშირე. როგორც კი ჩვენ გადავდივართ შიშის ზონაში, ვიბრაციული სიხშირე კლებულობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზუსტად კორონავირუსის სიხშირეზე ჯდება და ამ შემთხვევაში მისი შემოსვლა ჩვენს ორგანიზმში ძალიან მარტივად ხდება. ამიტომ, სიკეთე, სიყვარული, დადებითი განწყობა წინა პლანზე. მაშინ, ამ სიხშირესთან კორონავირუსი უძლურია“, – აღნიშნვს ასტროლოგი.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელება შემცირებას 25 აპრილის შემდეგ დაიწყებს და საბოლოოდ ივნისის თვეში დასრულდება. თუმცა, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი აპრილის ბოლოს დასრულდება:

„მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ექიმებმა უკვე გვითხრეს, მაგრამ ასტროლოგებისა და ექიმების აზრი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ეთანხმება ერთმანეთს. ამ კვირიდან მესამე ტალღა იწყება კორონავირუსისა, რომელიც საკმაოდ აგრესიული იქნება, იმიტომ, რომ მზე გადადის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და 11 აპრილს მას შეუერთდება მერკური, გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა, ასევე იქ მას დახვდება შავი მთვარე, ეს გააძლიერებს ნეგატიურ ტენდენციებს, ამიტომ, მესამე ტალღა უნდა გავიაროთ იმავე პრევენციით, მშვიდად, წყნარად, სიყვარულით, რაც შეიძლება დადებითი განწყობით და არა პანიკით. დაახლოებით 25 აპრილის შემდგომ დაიწყებს ყველაფერი შემცირებას, შესუსტებას, მაგრამ საბოლოოდ დასრულდება ივნისის ბოლოს, როცა დასრულდება მზისა და მთვარის დაბნელებები“, – აღნიშნა ცაგარელმა.

მიმდინარე კვრის ორი მნიშვნელოვანი მოვლენა

ოთხშაბათი (8 აპრილი) – სავსემთვარეობა. მზის და მთვარის დაპირისპირება. სასწორის ზოდიაქოშია მფარველი ანგელოზი. ხოლო ვერძში იმყოფება შავი მთვარე. 8 აპრილი ეს არის ბრძოლა შავ და თეთრ ძალებს შორის. საჭიროა ყურადღების გამოჩენა. არ აყვეთ ცდუნებებს, არ აყვეთ საეჭვო აზრებს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს. მანდილოსნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რადგან განსაკუთრებით გაღიზიანებულები იქნებიან. არ წამოიწყოთ ახალი საქმე, მნიშვნელოვანი და სერიოზული მოლაპარაკებები. თუ მანიაკალურად ცუდი აზრების ტენდენცია შეიქმნა, რაც შეიძლება მალე მოიშორეთ.

შაბათი (11 აპრილი) – მერკური, გონებისა და ინტელექტის პლანეტა გადადის ვერძის ზოდიაქოში. გამოცოცხლდება გონება, გახდება უფრო მახვილი, აქტიური, ენერგიული, კონტაქტური, კომუნიკაბელური.

კომენტარები

სხვა სიახლეები