25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

100
SHARE

ვერძი
საჭირბოროტო საკითხები პარტნიორებთან ერთად მშვიდ გარემოში განიხილეთ. არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მოაწყვეთ რომანტიკული საღამო, კინოში წადით ან კაფეში განმარტოვდით.

კურო
კარიერაზე ხართ ორიენტირებული და პირადი გრძნობები მივიწყებული გაქვთ. განსაკუთრებული მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
დღეს არჩევანის წინაშე დადგებით, – ან კარიერა, ან რომანტიკა. უმჯობესია, დილა სამსახურს დაუთმოთ, საღამო – საყვარელ ადამიანს, თუ რა თქმა უნდა, მასთან ურთიერთობის გაწყვეტა არ გსურთ.

კირჩხიბი
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით; უკვე შეყვარებულებს – ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა. საქმეების დასრულების
შემდეგ გირჩევთ, მეუღლესთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ და უქმეები იქ გაატაროთ.

ლომი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები და არ წამოიწყოთ ახლები. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და მოფერებით.

ქალწული
პარასკევს დაივიწყეთ მოვალეობები, სამსახურის საქმეები და დღე საყვარელ ადამიანსა და ოჯახის წევრებს დაუთმეთ. მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი, პარტნიორი ეროტიკული მასაჟით გაანებივრეთ.

სასწორი
დაივიწყეთ შეხვედრები, საქმეები, გამორთეთ მობილური, შვილები ბებია-ბაბუებს დაუტოვეთ და დღე საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ, რომელიც შაბათ-კვირაშიც გადაიზრდება.

მორიელი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
უსიამოვნებებს თავად შეიქმნით, თუ არ მოუსმენთ და არ გაიგებთ რას გეუბნებიან გარშემო მყოფები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან.

თხის რქა
დღეს უნდა დაისვენოთ, დრო მხიარულ გარემოში გაატაროთ, სადაც მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. უკვე დაქორწინებულებმა კი გაანებივრეთ პარტნიორი ვახშმითა და მზრუნველობით.

მერწყული
დღევანდელი საქმეები მოაგვარეთ და დაისვენეთ. დადებით ემოციებს მოგგვრით კონცერტზე, სპექტაკლზე დასწრება, მეგობრებთან შეხვედრა, შოპინგი. გამონახეთ დრო ჰობისთვის.

თევზები
სამსახურის საქმები უკან მოიტოვეთ. დროა, დატკბეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით; მეგობრებთნ შეხვედრით. მარტოხელები შინ ნუ გაჩერდებით, რომანტიკული ნაცნობობა გელით.

FB კომენტარები

კომენტარი