“23 წლამდეც იყოს მართვის უფლების შეზღუდვა ან შეეძლოს მართვა იმ შემთხვევაში, თუ გვერდით უფროსი ახლავს” – მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის ასაკი კანონით უნდა განისაზღვროს.

“ავარიას ხშირად ახდენს ადამიანი, რომელსაც ავტომობილი თავად არ შეუძენია და მამამ უყიდა. ამიტომ ვთქვი, რომ სანამ ადამიანი ფეხზე არ დადგება და თვითონ არ შეეძლება, იყოდოს ავტომობილი. შესაძლოა, 23 წლამდეც იყოს მართვის უფლების შეზღუდვა ან შეეძლოს მართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვერდით უფროსი ახლავს. შესაძლოა, კანონში ჩავდოთ ასეთი რამ: 18 წლის ასაკიდან მართვის მოწმობის აღების უფლება ჰქონდეს, მაგრამ თუკი გვერდით უფროსი არ ახლავს, დამოუკიდებლად ავტომობილის ტარების უფლება შეეზღუდოს”, – აცხადებს გუგული მაღრაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები