22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე თქვენს სიამაყესა და ეგოიზმს გამოცდას მოუწყობს. თქვენი მიზანსწრაფულობა პარტნიორებმა შეიძლება არასწორად გაიგონ. არ არის გამორიცხული, რომ ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოთ ან რაიმე გამორჩეულის შექმნა მოახერხოთ, მაგრამ ეს გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობაში გართულებებს გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება შემოქმედებითი საქმიანობისკენ გადაიტანოთ.

კურო

მოსალოდნელია ფსიქოლოგიური დისბალანსი და განწყობის ხშირი ცვალა. ეცადეთ, საკუთარი თავი აკონტროლოთ და ნეგატიური ემოციები არ დაუშვათ. სანამ ახალ, თამამ პროექტებს წამოიწყებთ, ძველი საქმეები უნდა მოაგვაროთ. გამორიცხული არ არის, რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ ერიდეთ მძიმე ფიზიკური შრომას. თავს კომფორტულად მხოლოდ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად იგრძნობთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა თქვენი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეცადეთ, თავი აკონტროლოთ და ნეგატიურ ემოციებს ერიდოთ. მოსალოდნელია ფსიქოლოგიური დისბალანსი და განწყობის ხშირი ცვლა. თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური შრომისგან. გირჩევთ, ძველი საქმეების დასრულებამდე ახალი პროექტების დაწყებას მოერიდოთ.

კირჩხიბი

თქვენი ნერვიულობა დღეს ზღვარს მიაღწევს. ეცადეთ, ემოციების მართვა ისწავლოთ და ერიდეთ ახლობლებელ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უსიამოვნება გელით. გეჩვენებათ, რომ სწორად იქცევით, მაგრამ სინამდვილეში ასეა? გამორიცხული არ არის, რომ ოჯახურმა საქმეებმა მეორე პლანზე გადაიწიოს და აღარ დაინტერესდეთ, რა ხდება თქვენს სახლში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო, უმჯობესია, ეს დღე სახლში გაატაროთ. ცხელი ლიმონიანი ჩაი და საინტერესო წიგნი ახლა ყველაზე მეტად დაგამშვიდებთ.

ლომი

ეს დღე თქვენს პატივმოყვარეობას და ძალაუფლების სიყვარულს გამოცდას მოუწყობს. თქვენი ნებისმიერი მოქმედება შეიძლება გარშემო მყოფთა წინააღმდეგობას წააწყდეს. სხვებისთვის რჩევის მიცემის სურვილით აგრესიას გამოიწვევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დროებით შეამციროთ აქტიურობა და პრეტენზიები ახლობლების მიმართ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა. აქტიური და ენერგიული ხართ და გამორიცხული არ არის, რომ ჩანაფიქრის განხორციელება ან რამე გამორჩეულის შექმნა შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შემოქმედებით საქმიანობაში ჩაერთოთ. ურთიერთობა თქვენსა და გარშემომყოფებს შორის განსაკუთრებით თბილი და ჰარმონიული იქნება. ბოლოს და ბოლოს, არაკეთილმოსურნეები თავს დაგანებებენ.

სასწორი

დიდია უსიამოვნო სიურპრიზების ალბათობა. გირჩევთ, საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ არავის უამბოთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს. ასე რომ, ეს დღე სახლში გაატარეთ და ყველა შეხვედრა შემდეგი კვირისთვის გადადეთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სეირნობის, აქტიური დასვენებისა და გარემოს შეცვლისთვის. კარგი იქნება თუ დღის პირველ ნახევარს სეირნობას დაუთმობთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საქმეების კეთებისგან. ეცადეთ, მთელი სიყვარული და ყურადღება საყვარელი ადამიანისკენ მიმართოთ. ამ დღემ მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები უნდა დაგიტოვოთ.

მშვილდოსანი

იზრდება თქვენი სასიცოცხლო და შემოქმედებითი პოტენციალი, აურა. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი ნიჭის სრულად დემონსტრირება ან თქვენი გეგმების სრულად განხორციელება შეძლოთ. შესანიშნავი დღეა ახალი საქმეების დასაგეგმად. სავარაუდოდ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, მაგრამ არ უნდა გარისკოთ – თქვენი გულუბრყვილობა შეიძლე,ბა ვიღაცამ ცუდად გამოიყენოს.

თხის რქა

ეს დღე სიყვარულის კოსმიურ ენერგიას, მორალურ განწმენდას და ვნებებზე გონების გამარჯვებას უკავშირდება. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა – აქტიური და ენერგიით სავსე ხართ. შესაძლოა, ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოთ ან თქვენი ინტენსიური შრომის მატერიალური სარგებელი მიიღოთ. ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. თქვენი თავშეკავება და გამჭრიახობა რეალურ სარგებელს მოგიტანთ.

მერწყული

ამ დღის დევიზია „შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება”. თუ ამას არ დაივიწყებთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. შეიძლება, უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შეთავაზება მიიღოთ. რომანტიკული პაემანი გელით და ეს ადამიანი თქვენგან საბოლოო პასუხს მოითხოვს. ნურაფერს დაპირდებით, თუ მზად არ ხართ, რომ საკუთარი თავისუფლება ქორწინებით შეზღუდოთ.

თევზები

დღე ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას უკავშირდება. ამ დღეს რამეს შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ, რადგან შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. მოსალოდნელია სიახლე, რომელიც ბევრი თევზის პროფესიულ საქმიანობას შეცვლის. გამორიცხული არ არის უმიზეზო სევდა და ცხოვრებით უკმაყოფილება. ოჯახში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები