ვერძი
მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან. კარგი დღეა უცხო ენის შესასწავლად. საღამოს ოჯახის წევრებს მხიარული ვახშამი მოუწყვეთ.
კურო
მოწყდით ცოტა ხნით კომპიუტერს და შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად საყვარელი ადამიანიც წაიყვანეთ.
ტყუპი
დაისვენეთ, გამოიძინეთ. შუადღის შემდეგ მოიწყვეთ შოპინგი მეგობრებთან ერთად. მათი რჩევები გამოგადგებათ.
კირჩხიბი
შუადღემდე სამსახურის საქმეები მოაგვარეთ. რომანტიკული შეხვედრა და სიურპრიზები საღამოს გელით.
ლომი
სასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი.
ქალწული
კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. იყავით მისი მადლიერი.
სასწორი
არ გაქვთ მოწყენისა და დამწუხრების მიზეზი. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ, მაგრამ მოერიდეთ ალკოჰოლს.
მორიელი
დღე ყველა მოგისმენთ და გაითვალისწინებს თქვენს ნათქვამს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას იყავით მეტად მოსიყვარულე.
მშვილდოსანი
საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. საღამო რომანტიკისთვის მოიტოვეთ.
თხის რქა
კარგი დღეა პროდუქტების შესაძენად, მოიკითხეთ ნათესავები ან საყიდლებზე მათთან ერთად გაემგზავრეთ.
მერწყული
დღევანდელი დღე დასვენებს, საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ. რამდენიმე საათი ბავშვებთან ურთიერთობისთვის გამონახეთ.
თევზები
მოსაწყენად ვერ მოიცლით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge