22 წლის მოდელს 1,4 მილიონი დოლარის ჰეროინი აღმოუჩინეს

22 წლის მოდელს ბრალად ედება 1,4 მილიონი დოლარის ღირებულების ჰეროინის გადაზიდვა. სასამართლო სხდომის დროს, მოდელმა ტირილი დაიწყო და ამტკიცებდა, რომ არ იცის, როგორ მოხვდა მის ჩემოდანში 9 კილოგრამი ნარკოტიკი. ფაქტის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun იუწყება.
ტერეზა გლუსკოვა პაკისტანში, საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს. იმ შემთხვევაში, თუკი მისი დანაშაული დამტკიცდება, მას 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
გამოძიების ინფორმაციით, ტერეზა პაკისტანელ მამაკაცს ხვდებოდა, რომელმაც მანჩესტერში ყალბი ფოტოსტუდია დააფუძნა. მამაკაცმა შესთავაზა ბრალდებულს მის სამშობლოში გამგზავრებულიყო, რათა მათი ბრენდი გაეპიარებინა. გოგონას გაუხარდა, რადგან ამ მოგზაურობის სანაცვლოდ დიდ თანხას მიიღებდა, თუმცა, უკანა გზაზე მას სიურპრიზი ელოდა.
„მითხრეს, რომ რაღაც მინი-ქანადაკებები უნდა წამომეღო. მითხრეს, რომ ეს საჩუქარი იყო. არ ვიცოდი, რომ შიგნით რამე იდო“, -განაცხადა ბრალდებულმა სასამართლოზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები