პაკისტანის ქალაქ მუზაფარჰარჰის მცხოვრებმა, ქმრის მოკვლის მცდელობისას 15 ადამიანი ვირთხის საწამლავით მოწამლა.
21 წლის ასია ბიბი ერთი თვის წინ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ამჯად ლაშარის მიათხოვეს.
გოგონა სხვა მამაკაცზე – შაჰიდზე იყო შეყვარებული. ის ქმარსა და მის ნათესავებს რამდენჯერმე ეჩხუბა და მშობლების სახლშიც კი დაბრუნდა, მაგრამ გოგონა უკან, ქმრის სახლში გააგზავნეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შემდეგ ასიამ შეყვარებულთან და ნათესავთან ერთად ქმრის მკვლელობა დაგეგმა. გოგონამ რძეს, რომელიც მისი ქმრისთვის იყო განკუთვნილი, ვირთხის საწამლავი დაუმატა.
თუმცა მამაკაცს რძე დაულევია. მოგვიანებით პასიას დედამთილმა რძე იოგურტის დასამზადებლად გამოიყენა.
შედეგად მოიწამლა 27 ადამიანი, მათგან 15, რომელთა შორის ასიას ქმარიც იყო გარდაიცვალა.
პოლიციამ სამივე ეჭვმიტანილი დააკავა. ასია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ შაჰიდმა მისი ქმრის მოწამვლა სთხოვა, რაზეც მან უარი თქვა. ასიას თქმითვე, შაჰიდმა მასზე დაქორწინებასაც დაპირდა, რაზეც ის არ დათანხმდა.
წყარო: primenewsgeorgia