21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

77
SHARE

ვერძი
მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ. წარმატება ელით მათ, ვინც იცის ფულის ფასი და არ ფლანგავს მას. კარგი დღეა საბუთების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. დაგეგმილი საქმეების შესასრულებლად.

კურო
დისციპლინა, მობილიზებულობა და მიზანსწრაფულობა დღეს ნებისმიერი სირთულის საქმეს მარტივად გაგაკეთებინებთ. საკუთარ გეგმებსა და იდეებს ნურავის გაუზიარებთ, ახლობლებსაც კი. პირად ცხოვრებაში სასიკეთეო ცვლილებები გელით.

ტყუპი
წარმატებული დღე გელით. შეიძლება ახალი, პერსპექტიული სამსახური შემოგთავაზონ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი გელით.

კირჩხიბი
კარგი დღეა შეცდომების გამოსასწორებლად და სწორი დასკვნების გამოსატანად. სიფრთხილე გმართებთ ფინანსურ საკითხებზე მუშაობისას. მოერიდეთ ძვირად ღირებულ ნივთების შეძენას.

ლომი
სასიამოვნო ამბავი განწყობას გაგიუმჯობესებთ. შესრულებული სამუშაოსთვის ჯილდო – დაწინაურება ან ხელფასის მომატება – გელით. საღამოს საყვარელ ადამიანს შეხვდით და თქვენი სამომავლო გეგმები გაუზიარეთ.

ქალწული
დღე იმითაა აღსანიშნავი, რომ საინტერესო ნაცნობობა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება გელით. შეეხმიანეთ ახლობლებს. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულება გელით.

სასწორი
ძალიან მნიშვნელოვანი დღე გელით. მოსალოდნელია დაწინაურება. ახალი მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. იღბალი საბედისწერო შეხვედრას გიმზადებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრების და მივლინებისთვის.

 მორიელი 

შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. შეიძლება ძველი ვალი დაიბრუნოთ. ზოგიერთს საბედისწერო ადამიანთან ელის შეხვედრა. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ და გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.

მშვილდოსანი
თქვენი ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა ნებისმიერ რთულ სიტუაციას განმუხტავს. მარტივად ჩამოიშორებთ კონკურენტებსა და მოშურნეებს. ზოგიერთს მაღალანაზღაურებად, პერსპექტიულ სამსახურს შესთავაზებენ. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს.

თხის რქა
კარგი დღეა ტრენინგებსა და სემინარებზე დასასწრებად. აგრეთვე, თვითგანათლებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს. მოერიდეთ კამათს კოლეგებთან. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
სასიამოვნო ცვლილებების დღეა. იდეების განხორციელებისას გაბედულად იმოქმედეთ. კარგი დღეა ლოცვის, მედიტაციისა და რელაქსაციისთვის.

თევზები
წარმატება თქვენ მხარესაა, გაბედულად იმოქმედეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. თუმცა, ნუ გარისკავთ და მსხვილ თანხას საეჭვო საქმიანობაში ნუ დააბანდებთ.

წყარო://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი