2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: გაგანებივრებთ თუ არა წლის მბრძანებელი? და რა სფეროში გელით წარმატება?

2022 წელი მო­დის და ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ახა­ლი წელი, რომ­ლის მმარ­თვე­ლიც აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრით შავი ვე­ფხვი იქ­ნე­ბა. ვე­ფხვი გა­მარ­ჯვე­ბას ჰპირ­დე­ბა ამ­ბი­ცი­ურ, მი­ზან­მი­მარ­თულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მოქ­მე­დე­ბენ და ინ­ტუ­ი­ცი­ა­სა და ინ­ტე­ლექტს ეყ­რდნო­ბი­ან. ვე­ფხვს რო­მან­ტი­კუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბა სურს. ზო­გა­დად, წელს მეტი დრო და ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­უთ­მოთ ოჯახს, სახ­ლს, ბავ­შვებს. იზ­რუ­ნოთ ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, წი­ნაპ­რე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნა­ზე. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. მო­ი­მა­ტებს ხან­მოკ­ლე რო­მა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. 2022 წელი სა­უ­კე­თე­სოა ჩა­სახ­ვი­სა და შვი­ლის გა­ჩე­ნის­თვის. ოჯახ­ში “ვე­ფხვის” და­ბა­დე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ­ში ბედ­ნი­ე­რი ნი­შა­ნია.

ვირ­თხა

დიდ გა­მარ­ჯვე­ბას ნუ ელით. წელს უფრო უნდა გას­ცეთ, ვიდ­რე მი­ი­ღოთ. ბიზ­ნე­სი­სა გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში ახლო მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­მენ­ტე­ბი გე­ლით. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მერ­ყევ და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პარტნი­ორს და­უ­კავ­ში­რებთ ბედს. ნუ მი­ი­ღებთ და­უ­ფიქ­რე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ფი­ნან­სურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ზა­რა­ლი უფრო მეტი გექ­ნე­ბათ, ვიდ­რე მო­გე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ ვა­ლებ­ში არ გა­და­ვარ­დეთ, ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფა და მოთ­მი­ნე­ბა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ. გირ­ჩევთ, მო­ძებ­ნოთ ისე­თი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც პერ­სპექ­ტი­უ­ლიც იქ­ნე­ბა და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­საც მო­გი­ტანთ. თუ სამ­სა­ხურ­ში ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხართ, იყა­ვით კო­ლე­გე­ბის მი­მართ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, ბრძნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღეთ და ხში­რად გა­ი­ღი­მეთ. ზო­გა­დად, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბით გარ­შე­მო მყო­ფებ­თან.

ხარი

უნდა იბ­რძო­ლოთ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად, მზის ქვეშ თქვე­ნი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი და­სა­კა­ვებ­ლად, არ იზარ­მა­ცოთ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბა კა­რი­ე­რის სფე­რო­ში. მი­ი­ღებთ კი­თხვა­ზე პა­სუხზე, რაც დიდი ხა­ნია გტან­ჯავ­დათ. მი­მარ­თეთ ენერ­გია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ, და­წი­ნა­უ­რე­ბის­კენ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი ან ახა­ლი ბი­ნის მფლო­ბე­ლი გახ­დეთ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სიფრ­თხი­ლე და დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დიდი ხნით რო­მან­ტი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე. კარ­გი წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­სა, სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბიც ხში­რად გექ­ნე­ბათ და წარ­მა­ტე­ბის შან­სიც, მთა­ვა­რია, გუ­ლით მო­ინ­დო­მოთ.

ვე­ფხვი

ვე­ფხვი ვე­ფხვებს ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს მო­გი­ტანთ. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში: ვე­ფხვი გპირ­დე­ბათ კა­რი­ე­რულ წინსვლას, ფული ყვე­ლა­ფერ­ზე გე­ყო­ფათ, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს. თუმ­ცა, კონ­კუ­რენ­ტებ­თან სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ. მათ­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია ტყუ­ი­ლი და ღა­ლა­ტი. ის­წავ­ლეთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან მშვი­დად თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. და­უ­მე­გობ­რდე­ბით გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს. თუ სწო­რად და­გეგ­მავთ, ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოხ­ვალთ. მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა მოქ­მე­დე­ბის, ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბის სურ­ვილს გა­გიჩ­ნეთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა უცხო­ელ­ზე გა­და­წყვი­ტოს და­ქორ­წი­ნე­ბა. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მო­ი­მა­ტებს ჰარ­მო­ნია, ერ­თმა­ნე­თის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბის სურ­ვი­ლი.

კურ­დღე­ლი/კატა

ნუ იცხოვ­რებთ მო­ლო­დინ­სა და ილუ­ზი­ა­ში. ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად უნდა გქონ­დეთ გათ­ვლი­ლი. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ წვრილ­მა­ნებს, მი­ნიშ­ნე­ბებს. ეს და­გი­ცავთ შეც­დო­მე­ბი­სა და იმედ­გაც­რუ­ე­ბის­გან. რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სეთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მოვ­ლე­ნე­ბი და გარ­შე­მო მყო­ფე­ბი. ამას­თან, იყა­ვით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლიც, გეგ­მა­ზო­მი­ე­რიც. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით სო­ცი­ა­ლურ და მა­ტე­რი­ა­ლურ სფე­რო­ში. სხვა­თა შო­რის, თუ ზო­მი­ე­რად გან­კარ­გავთ ფი­ნან­სებს, ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა­საც შეძ­ლებთ, რაც თვითრწმე­ნას კი­დევ უფრო მო­გი­მა­ტებთ. კა­რი­ე­რა­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა გე­ლით. მათი დახ­მა­რე­ბით მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებთ. გა­აზ­რე­ბუ­ლად მო­ა­წე­რეთ ხელი ახალ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს და ჩა­ერ­თეთ ახალ პრო­ექ­ტებ­ში. ქა­რაფ­შუ­ტუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა სიყ­ვა­რულ­შიც კი არ გე­პა­ტი­ე­ბათ. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში იმა­ტებს სირ­თუ­ლე­ე­ბი. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­დინ­ჯე გმარ­თებთ. გახ­სოვ­დეთ, რომ ნამ­დვი­ლი გრძნო­ბა არ ქრე­ბა და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის ერ­თად გა­და­ლახ­ვა კი­დევ უფრო შე­გა­კავ­ში­რებთ.

 

დრა­კო­ნი

პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ. წინსვლა ელით გა­მოც­დილ და კა­რი­ე­რა­ზე მო­მარ­თულ ნიშ­ნებს. მო­ე­რი­დეთ ჭირ­ვე­უ­ლო­ბას, ილუ­ზი­ებ­ში გა­და­ვარ­დნას და იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ძა­ლის ახალ სფე­რო­ში მო­სინ­ჯვას. ნუ შე­უ­შინ­დე­ბით სი­ახ­ლე­ებს, სირ­თუ­ლე­ებს, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ. ჩა­ერ­თეთ მსხვილ პრო­ექ­ტებ­ში. თუმ­ცა, ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი წი­ნას­წარ გა­ნი­ხი­ლეთ. ზო­გა­დად, 2022 წელს ფული ზო­მი­ე­რად უნდა ხარ­ჯოთ. მო­ე­რი­ეთ კონ­ფლიქტს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ნუ იქ­ნე­ბით პრე­ტენ­ზი­უ­ლი და ეჭ­ვი­ა­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

გვე­ლი

თუ პრო­ფე­სი­ა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და ცოდ­ნას გა­მო­ავ­ლენთ, არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ გე­მუქ­რე­ბათ უფრო მეტი, გეძ­ლე­ვათ შან­სი, რომ კი­დევ უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ, აი­მაღ­ლოთ ცოდ­ნა, კვა­ლი­ფი­კა­ცია. არ გირ­ჩევთ კო­ლე­გებ­თან წი­ნას­წარ ტრა­ბახს, ყვე­ლა სი­ახ­ლე წარ­მა­ტე­ბუ­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შემ­დეგ აც­ნო­ბეთ. 2022 წლის მმარ­თვე­ლი ფუ­ლის ფლან­გვას არ გირ­ჩევთ, აი, და­ბან­დე­ბა კი დე­ტა­ლუ­რად უნდა გათ­ვა­ლოთ, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში წყალ­ქვე­შა ქვებს ოს­ტა­ტუ­რად უნდა აუ­ა­როთ გვერ­დი. იყა­ვით უფრო კე­თი­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი მის მი­მართ.სა­კუ­თა­რი თავი კი ხში­რად გა­ი­ნე­ბივ­რეთ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით, ახა­ლი სა­მო­სით.

ცხე­ნი

გუ­ლახ­დი­ლად რომ გი­თხრათ, და­ი­ღა­ლეთ პრობ­ლე­მე­ბი­სა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­გან. 2022 წელს ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში – თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და რო­მან­ტი­კა. სამ­სა­ხურ­ში – წარ­მა­ტე­ბა და პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი. რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებს მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით. ის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­ღაც მი­ზე­ზის გამო გა­და­დე­ბუ­ლი გქონ­დათ, ვე­ფხვის წელ­ში რე­ა­ლიზ­დე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბას მო­გი­ტანთ. გახ­შირ­დე­ბა მივ­ლი­ნა, მოგ­ზა­უ­რო­ბა. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუმ­ცა, ხარ­ჯიც მო­ი­მა­ტებს ოჯახ­თან, სახ­ლის მო­წყო­ბას­თან, სურ­ვი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუ სტუ­დენ­ტი ხართ, წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რებთ გა­მოც­დებს, გა­ივ­ლით გა­სა­უბ­რე­ბას. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, თუ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში ემო­ცი­ე­ბის მო­თოკ­ვას ის­წავ­ლით.

თხა

სა­ინ­ტე­რე­სო, გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს გა­იც­ნობთ და პერ­სპექ­ტი­ვე­ბიც გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. და­აგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას კი ახალ საქ­მე­ებ­ში, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­მო­ი­ყე­ნებთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, სწავ­ლა, პრო­ფე­სი­ის დახ­ვე­წა. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან კონ­კუ­რენ­ტე­ბი და მო­შურ­ნე­ე­ბი. თუ გეგ­მა დე­ტა­ლუ­რად და გო­ნივ­რუ­ლად გექ­ნე­ბათ შედ­გე­ნი­ლი და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე დრო­სა და ენერ­გი­ას არ და­უ­შუ­რებთ, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს და­გაკ­ლებთ. ფული უნდა და­ა­ბან­დოთ სარ­ფი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის სეს­ხე­ბას მე­გობ­რე­ბის­გან, უმ­ჯო­ბე­სია, კრე­დი­ტი აი­ღოთ. თუმ­ცა, ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი იქ­ნე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით, თუმ­ცა, ამ სფე­რო­შიც გმარ­თებთ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბა.

მა­ი­მუ­ნი

სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტი­უ­რი წელი გე­ლო­დე­ბათ. უნდა მო­ინ­დო­მოთ, რომ ღირ­სე­უ­ლად გა­და­ლა­ხოთ სირ­თუ­ლე­ე­ბი. მო­გინ­დე­ბათ პი­რა­დი ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ვა. სა­სურ­ვე­ლის მი­სა­ღე­ბად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ პი­რა­დი კავ­ში­რე­ბი. ავ­ტო­რი­ტეტს აი­მაღ­ლებთ, თუ გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან იმე­გობ­რებთ. ნუ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბით კონ­კუ­რენ­ტებს, მტრებს. არ გირ­ჩევთ ახალ სამ­სა­ხურ­ში თქვე­ნი წე­სე­ბის დამ­ყა­რე­ბას. უმ­ჯო­ბე­სია, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დოთ. პრო­ფე­სი­ა­ში მო­კავ­ში­რე­ებს მტრად ნუ გა­იხ­დით. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ის რაც გაქვთ, იყა­ვით მომთმე­ნი. 2022 წელი და­გა­მახ­სოვ­რდე­ბათ მივ­ლი­ნე­ბე­ბით. ფი­ნან­სე­ბი თავ­ზე არ გა­და­გი­ვათ. თუ და­ნა­ზო­გი გაქვთ, რამე კარგ საქ­მი­ა­ნო­ბას მო­ახ­მა­რეთ.

მა­მა­ლი

ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი და არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი და­გა­ინ­ტე­რე­სებთ. ვე­რა­ფე­რი გა­ი­ძუ­ლებთ, რომ წარ­სულ­ში დაბ­რუნ­დეთ. პი­რი­ქით, მო­გინ­დე­ბათ გლო­ბა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ საქ­მემ მეტი შე­მო­სა­ვა­ლი მო­გი­ტა­ნოთ. ვერ გე­ტყვით, რომ ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად მი­აღ­წევთ, მაგ­რამ შე­დე­გით აუ­ცი­ლებ­ლად კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბით. დახ­მა­რე­ბის­თვის მხო­ლოდ ახ­ლობ­ლებს მი­მარ­თეთ, ვისი იმე­დიც შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ. 2022 წელს მე­ტად უნდა იზ­რუ­ნოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. გაქვთ შან­სი, რომ გა­ი­მარ­ჯვოთ. მთა­ვა­რია, მო­ინ­დო­მოთ. ვე­ფხვის წელ­ში უნდა იზ­რუ­ნოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე. აკონ­ტრო­ლეთ ბი­უ­ჯე­ტი, მო­ე­რი­დეთ და­უ­ფიქ­რე­ბელ ხარჯს. თუ სწავ­ლას გა­და­წყვეტთ, ფუ­ლის ხარ­ჯვა მო­გი­წევთ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც გე­ლით ცვლი­ლე­ბა – ახა­ლი პარტნი­ო­რი ან და­შო­რე­ბა არ­სე­ბულ­თან.

ძაღ­ლი

2022 წელი იქ­ნე­ბა სი­ურპრი­ზე­ბი­სა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის. მზად იყა­ვით ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, რო­მელ­საც იღ­ბა­ლი გიგ­ზავ­ნით. უამ­რა­ვი სა­სი­ხა­რუ­ლო მო­მენ­ტი გექ­ნე­ბათ. მო­გინ­დე­ბათ ბრძო­ლა უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის­თვის, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის, ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. ვე­ფხვი მუ­დამ და­გეხ­მა­რე­ბათ. თუ ფულს სარ­ფი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­ა­ბან­დებთ, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ნუ იტყვით უარს სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თავ­ზე­ბებ­ზე. თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­ა­ფორ­მებთ, სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ. ახ­ლობ­ლე­ბი ხში­რად მოგ­მარ­თა­ვენ დახ­მა­რე­ბი­სა და რჩე­ვის­თვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, ნურც სა­კუ­თარ თავს და­ი­ვი­წყებთ. რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გე­ლით, მაგ­რამ თუ არ მო­ი­სურ­ვებთ, ვერც და­ქორ­წინ­დე­ბით. გირ­ჩევთ, და­იც­ვათ კვე­ბის, ძი­ლი­სა და დას­ვე­ნე­ბის რე­ჟი­მი.

ღორი

თუ მო­ინ­დო­მებთ და გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, მწვერ­ვა­ლებს მი­აღ­წევთ. შან­სე­ბი და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი საკ­მა­ოდ გექ­ნე­ბათ. მთვა­რია, მო­მენ­ტი არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან. არ გა­მოვ­ლი­ნოთ მღელ­ვა­რე­ბა და ჭოჭ­მა­ნი. გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დეთ, თქვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ. აიყ­ვა­ნეთ სა­კუ­თა­რი თავი ხელ­ში და მი­ი­ღეთ კონ­კრე­ტუ­ლი, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით სამ­სა­ხურ­შიც, ბიზ­ნეს­შიც და პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც. ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი წარ­სულ­ში დარ­ჩე­ბა. მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვას და პა­ტი­ო­სა­ნი ქცე­ვით გარ­შე­მო მყო­ფებ­ში ავ­ტო­რი­ტეტ­საც კი აი­მაღ­ლებთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ფუ­ლის და­ბან­დე­ბა გა­და­წყვი­ტოთ და გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის შემ­დეგ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ კი­დეც. შან­სი მო­გე­ცე­მათ, გა­ის­ტუმ­როთ ძვე­ლი ვა­ლე­ბი. სიყ­ვა­რუ­ლის ბუშ­ტი გა­გის­კდე­ბათ იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვის­თა­ნაც დიდი ხა­ნია მე­გობ­რობთ ან ერ­თად მუ­შა­ობთ. იზ­რუ­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ნუ გა­დატ­ვირ­თავთ ორ­გა­ნიზმს, კარ­გი იქ­ნე­ბა დი­ე­ტის დაც­ვა.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები