2020 წლიდან სპორტულ მოედნებზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება

36
SHARE

2020 წლის პირველი იანვრიდან სპორტულ მოედნებზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება. ღნიშნულის შესახებ, ჟურნალისტებთან საუბრისას არლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა:

„არ გამართლდა არც ერთი უარყოფითი პროგნოზი, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიას და ცალკეულ ექსპერტებს ჰქონდათ. ყველაზე დიდი მიღწევა ადამიანების ჯანმრთელობაა. რამდენიმე ასეული შემთხვევით შემცირდა 2019 წლის განმავლობაში ინსულტებისა და ინფარქტების გამო ჰოსპიტალიზაცია და სასწრაფო მანქანების გამოძახება, რაც ნიშნავს, რომ პასიური მოწევის გამო, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ექმნება, როგორც ეს მანამდე იყო სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ რესტორნებში, კაფეებში, ბარებში. საზოგადოებამ ეს რეგულაცია ძალიან დადებითად მიიღო, საზოგადოებრივი აზრის თანახმად, 85 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს რეგულაციებს, მათ შორის, მწეველთა ნახევარი. ზაფხულის განმავლობაში 95 პროცენტი იყო კანონის აღსრულება, მაშინ როცა ზამთარში შარშან 87 პროცენტამდე დაეცა. ესეც მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ აუცილებელია, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ. დღევანდელი შეკრების თემა სწორედ ეს გახლავთ და ასევე ის რეგულაციები, რომლებიც ძალაში უნდა შევიდეს, მაგალითად, სტადიონებზე აკრძალვა 2020 წლის პირველი იანვრიდან. ასევე აკრძალულია უკვე საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გვინდა მოვითხოვოთ, კიდევ უფრო მეტად გამკაცრება. სასტუმროებში იკრძალება ასევე სრულად, აქამდე დატოვებული იყო ნომრები, ახლა უკვე იკრძალება სრულად“, – განაცხადა დეპუტატმა.

FB კომენტარები

კომენტარი