“მართალია ყვითელი ძაღლის წელი 2018 წლის თებერვლიდან შევა ძალაში, მაგრამ მისი ტენდენციების გათვალისწინება უკვე ამ წლის მიწურულიდანვე იქნება სასურველი. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე პირად და სასიყვარულო კავშირებს ეხება,” – გვეუბნება ასტროლოგი სოფია ბზეკალავა და განმარტავს, რომ ძაღლის წელი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, უმეტესად, პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების რეალურ შანსს იძლევა. მთავარი პირობა კი, ამ მხრივ ის არის, რომ მაქსიმალურად გულწრფელი და ერთგული უნდა ვიყოთ საკუთარ გრძნობებსა და დამოკიდებულებაში საყვარელი ადამიანების მიმართ. “ძაღლი ბუნებით მართალი, პირდაპირი და ერთგულია. მთელი ძალით იცავს საკუთარ ოჯახს, ახლობლებს და ძვირფას ადამიანებს. შესაბამისად, ამ წელს თქვენც არანაკლები შემართებით უნდა შეგეძლოთ საკუთარ გრძნობებზე პასუხისმგებლობის აღება და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება,” – ამბობს სოფია.
როგორც ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, ვერძისთვის 2018 წელი სასიყვარულო სირთულეების წელია. შესაძლებელია პარტნიორი ზედმეტად ინფანტილური ან ცივი მოეჩვენოს. თუმცა, აჯობებს კარგად გაარკვიოს მისი ასეთი ქცევის მოტივები.
კუროსთვის 2018 წელი ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული წელია პარტნიორული კუთხით. ეყოლებათ ბევრი თაყვანისმცემელი და დიდი შანსი მიეცემათ დაიწყონ თავბრუდამხვევი რომანი.
ტყუპებს 2018 წელი სიყვარულში მსუბუქ ფლირტს და სასიამოვნო ნაცნობობას ჰპირდება. გამორიცხული არ არის, მოულოდნელად აღმოაჩინოს, რომ ადამიანი, რომელსაც აქამდე ემეგობრებოდა, მის მიმართ სულ სხვანაირად იყოს განწყობილი.
კირჩხიბებს 2018 წელს სასიყვარულო ფრონტზე დიდი ცვლილებები და ემოციები ელის. შესაძლოა ძვირფასი ადამიანის გამო, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი დასჭირდეს.
ლომებს ვარსკვლავები ურჩევენ, დიდი სირფთხილით მოეკიდონ სასიყვარულო ავანტურებს. არსებობს შანსი, რომ ახალი ნაცნობი სულაც მანიპულატორი აღმოჩნდეს, რომელიც ოსტატურად გამოიყენებს მის გულწრფელ გრძნობებს.
ქალწულების დიდ ნაწილს მსუბუქი, სამსახურებრივი რომანების წელი ექნება. შესაძლოა ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არ არის მზად სერიოზული კავშირებისთვის.
სასწორების დიდ ნაწილს სიყვარულის ძიების სურვილი შემოუტევს. თუმცა ასტროლოგები ურჩევენ, არჩევანი გულის კი არა, გონების კარნახით გააკეთონ. ნუ ეძებენ პრინცს ან პრინცესას. მათ გარშემო არაერთი, რეალური თაყვანისმცემელი იქნება, რომელიც ურთიერთობის დაწყებას დიდი სიამოვნებით მოინდომებს.
მორიელების უმეტესობას მომავალი წელი სასიყვარულო კავშირების მხრივ მხურვალე რომანებს ჰპირდება, თუმცა პრობლემა ამ ყველაფერში მისი ზედმეტად ემოციური და ეჭვიანი ბუნება იქნება. შესაბამისად, დასახელებული თვისებების გამო, დიდი ალბათობა არსებობს, რომ თავად გააფუჭონ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს 2018 წელს ახალი რომანი და ნაცნობობა ელის, მაგრამ ვარსკვლავები აფრთხილებენ – ენას კბილი დროულად დააჭირონ და ახალი პარტნიორი, ძველ სასიყვარულო თავგადასავლებზე საუბრებით არ დააფრთხონ.
თხის რქების დიდ ნაწილს გარკვეული სირთულეები ელით პირად ცხოვრებაში. ეს ის წელია, როცა უკვე არსებულ ურთიერთობებში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. თუმცა ეს ქორწინება იქნება თუ განშორება, მთლიანად მათზე იქნება დამოკიდებული.
მერწყულებს 2018 წელს სასიყვარულო ფრონტზე თავბრუდამხვევი რომანი და ამაღელვებელი ემოციები ელის. შესაძლებელია ამ წელს სულიერ მეორე ნახევარსაც კი შეხვდეს და რეკორდულ დროში იქორწინოს მასზე.
თევზების ზოდიაქოს წარმომადგენელთა დიდი ნაწილისთვის 2018 წელი გადაწყვეტილების მიღების წელი იქნება. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ იდეალურ პარტნიორს შეხვდნენ, თუმცა ასტროლოგები ურჩევენ კარგად აწონ-დაწონონ საკუთარი გადაწყვეტილება და პარტნიორის თვისებები რეალურად შეაფასონ. შესაძლოა ის სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი იდეალური, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა.
წყარო:http://www.ambebi.ge