ყველაფერი იცვლება, მიედინება და როგორც ცნობილია, მოდაც ადგილზე არ დგას. გთავაზობთ 2016 წლის ტრენდებს, რომლებსაც მომავალ წელს დავემშვიდობებით. გაიგეთ, რა ჩაანაცვლებს მათ.
2017 წლის მოდური ტრენდები
სქელ, შეღებილ წარბებს ბუნებრივი შეცვლის.
საოცარია, რომ მშრალი ტუჩები ასე დიდხანს დარჩა მოდაში: ეს ხომ ასე არაბუნებრივად გამოიყურება და ქალს ასაკს მატებს. სტილისტებმა აბრეშუმისა და სატინის ტექსტურის, მბზინავი პომადები დააბრუნეს მოდაში.
თვალის მაკიაჟში ორი უკიდურესობიდან მოგვიწევს არჩევა: ან საერთოდ უარი ვთქვათ ჩრდილებზე, ან მკვეთრი ჩრდილები გამოვიყენოთ. ყავისფერი, კრემისფერი და ატმისფერი სადმე შორს გადადეთ.
მჭიდროდ დახვეულმა თმამ პოზიციები ჯერ
კიდევ 2016 წლის ზაფხულში დათმო. მსუბუქი ტალღა ბევრად უკეთესად გამოიყურება.
2017 წლის უმთავრესი ტრენდი გახლავთ კანის ჯანსაღი, დატენიანებული და ნატურალური ტონი.
მოდაში თმის ნატურალური ფერი ბრუნდება ყოველგვარი კონტრასტული გადასვლის გარეშე.
ვიყენებთ პუდრს ყოველგვარი ციმციმის გარეშე.
აი, წამწამებს კი განსაკუთრებით ვუსვამთ ხაზს!
ნაწნავები კვლავ ტრენდულია, მაგრამ არა მჭიდროდ დაწნული, არამედ თავისუფალი და მოშვებული.
მოგიწევთ მაღლა აწეული თმის ჩამოშლა. მაღალი ვარცხნილობები მოდიდან გადის.
წყარო: marao.ge