რა უცებ გარბის დრო… განსაკუთრებით, ბავშვობა და ახალგაზრდობა… უკან მოხედვასაც ვერ ასწრებ, რომ 30 წელი გისრულდება და ეს თითქოს დაუჯერებელი ხდება.
გადააბიჯებ თუ არა 30-ს, უამრავ ცხოვრებისეულ პრინციპს აღმოაჩენ საკუთარი თავისთვის – ისეთებსაც, რომლებიც მხოლოდ შენთვის იქნება და ისეთებსაც, რომლებიც საერთოა ყველასთვის, ვინც 30-ს გადააბიჯა. მხოლოდ ამის შემდეგ ხვდები, რომ…
1. ნორმალურ დროს დაძინება უკეთესია, ვიდრე გათენებისას;
2. ბავშვობაში წაკითხული ყველა წიგნი თუ ნანახი ფილმი მორალის გაურკვეველ გაკვეთილებს გვაძლევდა;
3. მეგობრებთან შეხვედრის ორგანიზება საკმაო დროს მოითხოვს და რთულია;
4. აღარ განიჭებს სიამოვნებას და მარტივი აღარ არის დილაუთენია სპორტდარბაზში წასვლა და ვარჯიში;
5. ყველაფერი ის, რასაც 5 წლის წინ ელემენტარულად და მარტივად წყვეტდი, ახლა არარეალურად გეჩვენება;
6. თვისებები, რომლებითაც ადამიანი იდეალურად გეჩვენებოდა, ახლა სასაცილო და სულელური ჩანს;
7. იმაზე გამაღიზიანებელი და სასირცხვილო არაფერია, ვიდრე საკუთარი თავის გარდატეხის ასაკში წარმოდგენა;
8. მშობლები – მსოფლიოში ყველაზე ახლობელი და საუკეთესო ადამიანები არიან და სულ უფრო გიძლიერდება სურვილი, დიდი დრო დაუთმო მათ;
9. თითქმის შეუძლებელია – იცხოვრო ისე და აკეთო ის, რაც მართლა გსიამოვნებს;
10. შენი ახალგაზრდა სხეულის ზოგიერთი ორგანო
თუ ნაწილი უმიზეზოდ გტკივა და ამას ვერ ცვლი;
11. რაც დრო გადის, მით მტკივნეული პრობლემა ხდება ზედმეტი წონა;
12. ნაბახუსევი არსებობს;
13. ერთ დღესაც მიხვდები, რომ ხარჯების კონტროლი და ფულის ეკონომია – კარგი ჩვევაა;
14. დასვენება კარგია იქ, სადაც საკმარისი დასაჯდომი ადგილია და არ ისმის გამაყრუებელი მუსიკა;
15. ვარსკვლავების დიდი რაოდენობა უცებ შენზე ახალგაზრდა გახდა;
16. გრცხვენია შენი ძველი ვარცხნილობების;
17. ბევრ ადამიანზე ასჯერ ჭკვიანი იქნები, თუკი წაიკითხავ თუნდაც იმის ნახევარს, რასაც უნივერსიტეტში გასწავლიდნენ;
18. სჯობს გყავდეს 5 საუკეთესო მეგობარი, ვიდრე უამრავი ნაცნობი;
19. “დრო გარბის” – ეს ფრაზა სულ უფრო ღრმა აზრს იძენს;
20. ოდესღაც გეგონა, რომ უფროსებმა იციან ყველაფერი ყველაფრის შესახებ, ახლა კი მიხვდი, რომ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია.
წყარო: www.marao.ge