20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მომგებიანი და სარფიანი დღე გელოდებათ, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ. ბევრი პოტენციალი დაგიგროვდათ, არ გამოირიცხება პროფესიონალური ზრდაც. გაუფრთხილდით დანაზოგ თანხებს, მოულოდნელად არ შემოგეხარჯოთ.

კურო
ამ დღეს სირთულეებს წააწყდებით და პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. თუკი შვილს რამეს აუკრძალავთ, შეეცადეთ, ამ აკრძალვის მიზეზი აუხსნათ. ბრძანებების მიცემა, დასჯა და ყვირილი არ ღირს. ხოლო თუკი ამ რჩევას ვერ გაითვალისწინებთ, მიმართეთ ფსიქიატრიულ კლინიკას.

ტყუპები
ამ დღეს ხასიათის მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ – მოწყენიდან წარმოუდგენელ მხიარულებამდე ხასიათის ცვალებადობა თქვენთვის ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. მოერიდეთ ყალბ კავშირებს, მომაბეზრებელ ფიქრებსა და დამღლელ საქმეებს.

კირჩხიბი
ამ დღეს თქვენი მოწყენის მიზეზი თქვენი დირექტორი იქნება, რომელიც რუტინული საქმით საკმაოდ დაგღლით. კეთილსინდისიერად შეასრულეთ მოცემული დავალებები და თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება.

ლომი
წარმოუდგენლად ძლიერ ძალას იგრძნობთ, ამიტომ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეგაჩერებთ. დიდი ხნის ნაჩხუბარ მეგობარსაც შეურიგდებით და ბედი სასიყვარულო სფეროშიც გაგიღიმებთ.

ქალწული
ექსტრემალურ პირობებში მოგიწევთ მუშაობა, მაგრამ თქვენი შემართება და მონდომება დაჯილდოვდება. გაწეული სამუშაოსთვის ფულად ჯილდოს მიიღებთ. თუკი სწრაფად ცვალებად სიტუაციებში მოქმედებას ისწავლით და კრეატიულობას გამოიჩენთ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

სასწორი
თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს დღე შეგიძლიათ, მიუძღვნათ სწავლას, ინტელექტუალურ ან ფიზიკურ შრომას. გაითვალისწინეთ, რომ ცუდი მოვლენა იქნება თუ კარგი, ეს თქვენი წარსული შრომის ნაყოფია. ასე რომ, თქვენი წარმატებაც და წარუმატებლობაც მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოთ.

მორიელი
საინტერესო და არაორდინარულ ადამიანებთან მოგიწევთ ურთიერთობა. მათთან კონტაქტის დროს, მოულოდნელად შემოსავლის ახალ წყაროს აღმოაჩენთ, რომელზეც ადრე არც კი გიფიქრიათ. გაურკვეველი სიტუაციიდან სწორ გამოსავალს იპოვით.

მშვილდოსანი
პარტნიორულ ურთიერთობებში არასტაბილური მდგომარეობა შეინიშნება და ეს ფაქტი გაგაღიზიანებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ადამიანებთან ურთიერთობები მოაწესრიგოთ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვათ.

თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ უფრო თამამი და რისკიანი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ ავანტიურას ან სასიყვარულო სისულელეებს აჰყვეთ. კონტრაქტებზე ხელის მოწერა და მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება ამ დღეს თქვენთვის არ არის რეკომენდებული.

მერწყული
აშკარად ბედნიერი დღე გელოდებათ: კარიერაში წარმატებას მიაღწევთ და ოჯახშიც ავტორიტეტს კიდევ უფრო გაამყარებთ, მაგრამ შემოსავალი ჯერჯერობით მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, თუმცა, ფინანსურ მდგომარეობაზე საწუწუნოც არაფერი გექნებათ.

თევზები
მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გადადეთ. ინტუიცია გიკარნახებთ, რა მიმართულებით დაიწყოთ მუშაობა ყველაზე რთულ პროექტზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მოგიწევთ, გამოიჩინოთ ენერგიულობა, მდიდარი ფანტაზია და მსახიობური ნიჭი.

კომენტარები

სხვა სიახლეები