20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არასტაბილურ ოჯახებში გრძელდება წარსულის შეცდომებზე კამათი და დამნაშავის ძიება. ოჯახის ხანდზმულ წევრებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ჭირდებათ. წარსულში ყურებას აჯობებს მომავალზე იზრუნოთ..

კურო
მოსალოდნელი სასარგებლო და სასიმოვნო ნაცნობობა. ახლა პატივმოყვარე კუროებს ყველაზე მეტად ყურადღების ცენტრში მოქცევა სურთ. თუ ამის საშუალება მოგეცათ, თავს გამოიჩენთ და შეფის შექებას დაიმსახურებთ.

ტყუპები
ამ დღეს საოცარ გულგრილობას გამოიჩენთ, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე ოჯახურ და პირად ურთიერთობებში. დინების აყოლა ცუდი არ არის, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება სწრაფ დინებაში მოჰყვეთ, რომელიც თქვენთვის არასასურველი მიმართულებით გაგაქანებთ.

კირჩხიბი
საყვარელ ადამიანთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. მარტოხელა კირჩხიბებს საინტერესო ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი ელით. კარგად დაფიქრდით, სანამ საყვარელ ადამიანს ხელს და გულს შესთავაზებთ.

ლომი
დისკუსიებში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ, ფართო აუდიტორიას საკუთარი მოსაზრებები გააცნოთ, საჭირო კონტაქტები დამყაროთ დ თანამოაზრეები იპოვოთ. ამ დღეს თქვენ მიერ შექმნილი ნებისმიერი პროექტი დადებით შეფასებას დაიმსახურებს და მაღალანაზღაურებადი თანამდებობის დაკავების შანსი გაგიჩნდებათ. ნებისმიერ სიტუაციაში ეცადეთ, დასახულ მიზნამდე მიაღწიოთ.

ქალწული
აგვისტოს ბოლო კვირა ძალას და თავდაჯერებულობას შეგმატებთ და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას შეძლებთ. ბედნიერი მხოლოდ მაშინ ხართ თუ საკუთარ საჭიროებას გრძნობთ და საშუალებ გეძლევათ თუნდაც ერთი ადამიანი გააბედნიეროთ.

სასწორი
ამ დღეს პროფესიულ სფეროში იმდენად ნაყოფიერად იმუშავებთ, რომ სურვილი გექნებათ თქვენი მიღწევები ყველამ აღიაროს. ვარსკვლავები პოლიტიკოსებს და საზოგადოებრივ მოღვაწეებს სულიერ ჰარმონიას, მფარველობას და სიმშვიდეს პირდებიან. წინასწარ შედგენილ გეგმას მიჰყევით და ახალ საქმეებსა და დამატებით დატვირთვას თავი აარიდეთ.

მორიელი
ამ პერიოდში თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან საგრნობლად დათბება და გაღრმავდება. თუ თქვენი იდეალის შესაფერის ადამიანს ნახავთ, თამამად დაასრულეთ მარტოხელა ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს, თქვენს ცხოვრებას ზრი მიეცემა.

მშვილდოსანი
ამ დღეს ყველა უფროსის უფროსი ხართ. თქვენი აზრები და იდეები გლობალური მასშტაბისაა. კარგად შეგიძლიათ ორიენტირება ნებისმიერ სიტუაციაში, მაგრამ ზოგჯერ, წვრილმანებს ვერ ამჩნევთ. ამ მიმართულებით შეგიძლიათ საკუთარი მდივნების და თანაშემწეების იმედი გქონდეთ.

თხის რქა
ვარსკვლავები გეხმარებიან ბუნებრით თანდაყოლილი თვისებები გამოავლინოთ, მაგალითად, სიტუაციის რეალურად შეფასებისა და დიდი ფულის შოვნის უნარი. სწორეს ეს ფაქტორი დაგეხმარებათ ცხოვრების დონე გაიუმჯობესოთ. იყავით გულწრფელი საქმიან პარტნიორებთან და მათ ნდობას და კეთილგანწყობას მოიპოვებთ.

მერწყული
აგვისტოში თქვენი სექსუალურობა პიკს მიაღწევს და უამრავ ადამიანს მიიზიდავს. წინააღმდეგობრივი გარემოებების დამსახურებით სიყვარულში სირთულეები გელით. ეცადეთ ძალინ არ გადაიღალოთ, რადგან ეს ნეგატიურად აისახება თქვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თევზები
ვარსკვლავებმა შეიძლება დაუფიქრებელი და სარისკო გადაწყვეტილებებისკენ გიბიძგონ.იმედი ნუ გექნებათ, რომ კაზინოში ფულს მოიგებთ დ ბინის ან მანქანის შეძენას შეძლებთ. უმჯობესია ოჯახურ საქმეებს მიხედოთ და თუ საჭიროა, რემონტი და მშენებლობა დაიწყოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები