20 ფაქტი, რომელსაც საკუთარ თავში მხოლოდ 30 წლის შემდეგ აღმოაჩენ

88
SHARE

რა უცებ გარბის დრო… განსაკუთრებით, ბავშვობა და ახალგაზრდობა… უკან მოხედვასაც ვერ ასწრებ, რომ 30 წელი გისრულდება და ეს თითქოს დაუჯერებელი ხდება.
გადააბიჯებ თუ არა 30-ს, უამრავ ცხოვრებისეულ პრინციპს აღმოაჩენ საკუთარი თავისთვის – ისეთებსაც, რომლებიც მხოლოდ შენთვის იქნება და ისეთებსაც, რომლებიც საერთოა ყველასთვის, ვინც 30-ს გადააბიჯა. მხოლოდ ამის შემდეგ ხვდები, რომ…

1. ნორმალურ დროს დაძინება უკეთესია, ვიდრე გათენებისას;

2. ბავშვობაში წაკითხული ყველა წიგნი თუ ნანახი ფილმი მორალის გაურკვეველ გაკვეთილებს გვაძლევდა;

3. მეგობრებთან შეხვედრის ორგანიზება საკმაო დროს მოითხოვს და რთულია;

4. აღარ განიჭებს სიამოვნებას და მარტივი აღარ არის დილაუთენია სპორტდარბაზში წასვლა და ვარჯიში;

5. ყველაფერი ის, რასაც 5 წლის წინ ელემენტარულად და მარტივად წყვეტდი, ახლა არარეალურად გეჩვენება;

6. თვისებები, რომლებითაც ადამიანი იდეალურად გეჩვენებოდა, ახლა სასაცილო და სულელური ჩანს;

7. იმაზე გამაღიზიანებელი და სასირცხვილო არაფერია, ვიდრე საკუთარი თავის გარდატეხის ასაკში წარმოდგენა;

8. მშობლები – მსოფლიოში ყველაზე ახლობელი და საუკეთესო ადამიანები არიან და სულ უფრო გიძლიერდება სურვილი, დიდი დრო დაუთმო მათ;

9. თითქმის შეუძლებელია – იცხოვრო ისე და აკეთო ის, რაც მართლა გსიამოვნებს;

10. შენი ახალგაზრდა სხეულის ზოგიერთი ორგანო

თუ ნაწილი უმიზეზოდ გტკივა და ამას ვერ ცვლი;

11. რაც დრო გადის, მით მტკივნეული პრობლემა ხდება ზედმეტი წონა;

12. ნაბახუსევი არსებობს;

13. ერთ დღესაც მიხვდები, რომ ხარჯების კონტროლი და ფულის ეკონომია – კარგი ჩვევაა;

14. დასვენება კარგია იქ, სადაც საკმარისი დასაჯდომი ადგილია და არ ისმის გამაყრუებელი მუსიკა;

15. ვარსკვლავების დიდი რაოდენობა უცებ შენზე ახალგაზრდა გახდა;

16. გრცხვენია შენი ძველი ვარცხნილობების;

17. ბევრ ადამიანზე ასჯერ ჭკვიანი იქნები, თუკი წაიკითხავ თუნდაც იმის ნახევარს, რასაც უნივერსიტეტში გასწავლიდნენ;

18. სჯობს გყავდეს 5 საუკეთესო მეგობარი, ვიდრე უამრავი ნაცნობი;

19. “დრო გარბის” – ეს ფრაზა სულ უფრო ღრმა აზრს იძენს;

20. ოდესღაც გეგონა, რომ უფროსებმა იციან ყველაფერი ყველაფრის შესახებ, ახლა კი მიხვდი, რომ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია.

 

წყარო: www.marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი