19 წლის ასაკში თამო ვაშალომიძე გააუპატიურეს – ჩაკეტა მანქანა და მითხრა, რომ თუ ხმას ამოვიღებდი, ან გავინძრეოდი, დამარტყამდა (ვიდეო)
ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე გააუპატიურეს. ამის შესახებ თავად მოდელმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა და ცრემლები ვერ შეიკავა.
“ჩემთვის იმდენად რთულია ამაზე საუბარი, რომ არასდროს მიფიქრია, პიარი გამეკეთებინა ამით, ან ვიღაცისთვის მეთქვა. ბევრმა ჩემმა მეგობრებმაც არ იცის, იმიტომ რომ არ მიყვარს ამაზე საუბარი. ვიყავი 19 წლის, ვმუშაობდი მიმტანად ერთ-ერთ რესტორანში.
გავიცანი ერთი ბიჭი, რომელიც მომეწონა – სიმპათიური, მოჭიდავე. მაგრამ არასოდეს მარტო არ მინახავს ის, ყოველთვის დაქალთან ერთად მივდიოდი და ვნახულობდი. ერთ საღამოს, როდესაც ძალიან დიდი თოვლი მოვიდა, მითხრა, რომ თამუნა, ძალიან დაღლილი იქნები და წაგიყვან. როდესაც ჩავუჯექი მანქანაში, მომთხოვა, რომ ბენზინი ჩამესხა მისთვის. მქონდა სახელფასო ბარათი, რომელზეც ხელფასი მერიცხებოდა და ვუთხარი: “წავალ ტაქსით, არ მინდა შენი წაყვანა”.
ჩაკეტა მანქანა ავტომატურად და მითხრა, რომ თუ ხმას ამოვიღებდი, ან თუ გავინძრეოდი, დამარტყამდა სახეში. დამიჭირა ხელები და აღარ გავაგრძელებ… შემდეგ წამართვა სახელფასო ბარათი, მე უნდა მოვიტანო ბენზინიო. მე გადავედი მანქანიდან, გავიქეცი, ტიტველი, ქურთუკი მქონდა შემოცმული, ქუჩაში გავედი, მაგრამ, წარმოიდგინეთ, აბურძგნული, ნამტირალევი, შიშველი და არავინ გამიჩერა მანქანა, საერთოდ…
შემდეგ დამირეკა და ვუთხარი, რომ წავედი პოლიციაში. მან დედაჩემს დაურეკა და უთხრა: „მე და თამუნას სექსუალური ურთიერთობა გვქონდა და არ მიჩივლოს”. წავედით პოლიციაში, წავედი ექსპერტიაზე და დაიჭირეს.
მე არ მქონდა საშუალება, რომ ადვოკატი დამექირავებინა, იმიტომ რომ დღეში 20 ლარზე ვმუშაობდი. როდესაც პროცესი გაიმართა და მივედი სასამართლოში, მაშინ გავიგე, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა…“ – ყვება ვაშალომიძე.